პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე: „ქართული ოცნების“ შანტაჟის არ გვეშინია

17.12.20 14:20


„ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ პირდაპირი შანტაჟი, თუმცა ჩვენ ამის არ გვეშინია“, - ასე გამოეხმაურა ენმ-ის წევრი ხატია დეკანოიძე ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც საპარლამენტო მანდატებს სრულად არ აითვისებენ, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ.

 

მისი თქმით, მმართველი გუნდი აღნიშნული გადაწყვეტილებისთვის ადეკვატურ პასუხს მიიღებს.

 

„ჩვენი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილისთვის არის შიშის მიზეზი და იმას, რაც კობახიძემ განაცხადა უფრო მათი მხარდამჭერების გამხნევების მიზანი აქვს. რა თქმა უნდა, ამაზე ადეკვატურ პასუხს, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან „ქართული ოცნება“ და კობახიძე აუცილებლად მიიღებს“, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები