პოლიტიკა

თუ პარტია პარლამენტში არ შევა, თვალის ფერისა და სხვა გარემოებებისთვის არავინ ფულს არ მისცემს - მდინარაძე

17.12.20 16:20


ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარტიათა საბიუჯეტო დაფინანსებაზე გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში დაფინანსდებიან პარტიები, თუ პარლამენტში შევლენ:“მეტი კრიტერიუმი არ არის. თვალის ფერისა და სხვა გარემოებებისთვის არავინ პარტიას ფულს არ აძლევს. ის, რომ პარტია საპარლამენტო პარტია გახდა, ამიტომ ფინანსდება ბიუჯეტიდან. თუ პარტია ამ საქმიანობაზე, ამ კრიტერიუმის უზრუნველყოფაზე უარს ამბობს და არ ერთვება პარლამენტის საქმიანობაში თუნდაც პოლიტიკური ბოიკოტირების სტანდატული და ლეგიტიმური ფორმით, ასეთ შემთხვევაში უნდა ჰქონდეს თუ არა მას საბიუჯეტო დაფინანსება, მსჯელობის საგანია.

 

ჩვენ მიგვაჩნია, რომ თუ პარტია საპარლამენტო საქმიანობაზე უარს ამბობს, ის ბიუჯეტის ფულით არ უნდა დაფინანსდეს, ხოლო თუკი ბოიკოტირების ფორმით მაინც იღებს საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას, მას დაფინანსება უნდა მიეცეს. საბოტაჟის რეჟიმიდან რომ გამოვიდნენ, სახელმწიფო ამის პოზიტიურ იძულებას გააკეთებს - განაცხადა მდინარაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ სგანგებო ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, იმ პარტიებს, რომლებიც "სრულად არ ითვისებენ საპარლამენტო მანდატებს ან რომელთა მიერ წარდგენილი დეპუტატები არასაპატიო მიზეზით არ ესწრებიან სხდომებს", სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ ან ერთი წლით შეუჩერდებათ.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 559


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები