პოლიტიკა

პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა ნდობის მისაღებად დღეს წარედგინება

18.12.20 15:40


პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა ნდობის მისაღებად დღეს წარედგინება.

 

მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი პარლამენტში ამ დროის მდგომარეობით შესული არ არის, თუმცა არსებული ინფორმაციით, დღის ბოლომდე შევა.

 

განხილვის პროცესი კომიტეტებსა და ფრაქციებში მომავალი კვირიდან დაიწყება.

ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის - სულ მცირე 76 დეპუტატის მხარდაჭერა.

 

მინისტრთა კაბინეტს კვლავ გიორგი გახარია უხელმძღვანელებს.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები