პოლიტიკა

გია ვოლსკი: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესაძლოა, კულტურის მიმართულება უახლოეს პერიოდში გამოეყოს

18.12.20 17:20


“განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესაძლოა, კულტურის მიმართულება უახლოეს პერიოდში გამოეყოს”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა.

 

მისი თქმით, ამ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს.

 

„მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონსულტაციები.

გარკვეული შეთანხმებები უკვე არსებობს, მოსაზრებებიც არსებობს, მაგრამ, რეალურად, საკითხი უნდა მივიდეს ბოლომდე, რადგან არაჯანსაღ საინფორმაციო გარემოში არ შევქმნათ და არ მივცეთ არაჯანსაღ ძალებს ვითარების სკანდალურად აგორების საშუალება. მნიშვნელოვან ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ, იმ გეგმას თუ არ ჩავთვლით, რომელიც შესაძლოა, უახლოეს პერიოდში იყოს რეალიზებული და ეს არის კულტურის სამინისტროს გამოყოფა და თავად იუსტიციის მინისტრის პოსტის შევსება”, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

 

წყარო :  /www.kvira.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები