პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი - საქართველოში დასრულდა რევოლუციების დრო, ქართველი ხალხის ნებაა პროცესების მშვიდობიანად წარმართვა და არა რევანშით

18.12.20 17:40


საქართველოში დასრულდა რევოლუციების დრო, ქართველი ხალხის ნებაა პროცესების მშვიდობიანად წარმართვა და არა რევანშით, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისივე თქმით, დადასტურდა ხელისუფლების პროგნოზი, რომ ოპოზიცია არა არჩევნებისთვის, არამედ შემდგომი სცენარებისთვის ემზადებოდა.

 

„რადიკალური, დესტრუქციული ჯგუფების ლექსიკონში არსებობს „ლეგიტიმური ამბოხი“. ურთიერთსაწინააღმდეგო სიტყვებს იყენებენ, რაც შეუთავსებელია დემოკრატიასთან. მზად ვართ, ნებისმიერ დემოკრატიულ პროცესში არსებული ინსტრუმენტებით მათთან დებატებისთვის, პაექრობისთვის და პოლიტიკურ ცხოვრებაში ყოფნისთვის. ეს არის ქართველი ხალხის ნება. სამწუხაროდ, ეს ადამიანები ჯერ კიდევ არჩევნებამდე აცხადებდნენ და ყველა მათი ქმედებით იკვეთებოდა, რომ ემზადებოდნენ არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების შემდეგი სცენარებისთვის. ამას ხომ ვამბობდით? ეს ხომ დასტურდება მათი ნაბიჯებით, რაც განხორციელდა. საქართველოში დასრულდა რევოლუციების დრო.

საქართველოში დასრულებულია არაკონსტიტუციური, არადემოკრატიული პროცესების წარმართვის შესაძლებლობა, რადგან ხელისუფლების წყაროა ხალხი და ქართველი ხალხის ნება არის პროცესების მშვიდობიანად, დემოკრატიულად წარმართვა და არა რევანშითა და რევოლუციით“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 370


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები