პოლიტიკა

ოპოზიციაში მიდის ძალიან სერიოზული გადაჯგუფების პროცესი და ეს არის კარგი - დავით ბაქრაძე

29.12.20 11:00


პარტია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის განცხადებით, 2021 წლის გაზაფხულისთვის მოხდება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების გამსხვილების პროცესი და ამ პროცესში მონაწილეობას მიიღებს "ევროპული საქართველოც".

 


ბაქრაძის განმარტებით, ივანიშვილის დასამარცხებლად, ქართული პოლიტიკა ცვლილებებს საჭიროებს.

 

"ვფიქრობ, გაზაფხულზე გარდაუვლად გველოდება გამსხვილების პროცესები, სადაც მოხდება ახალი სახეების, ახალი პარტიების შერწყმა. ოპოზიციაში მიდის ძალიან სერიოზული გადაჯგუფების პროცესი. ეს ყველაფერი გამოჩნდება და მიმაჩნია, რომ ეს არის კარგი. ვფიქრობთ იმაზეც, რომ უფრო მჭიდრო პარტნიორობა გვქონდეს მთელ რიგ პარტიებთან. იმისთვის, რომ დავამარცხოთ ივანიშვილი, ქართული პოლიტიკა საჭიროებს ცვლილებებს", - განაცხადა ბაქრაძემ "ფორმულასთან".

 

ბაქრაძემ ასევე აღნიშნა, რომ "ევროპული საქართველო" რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით მთლიან ოპოზიციურ სპექტრთან თანამშრომლობს, მაგრამ არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომელთანაც პარტია მზადაა უფრო ღრმა თემატურ თანამშრომლობაზე წავიდეს.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები