პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს კანდიდატურების დანიშვნა ქვეყნის წარმატების გარანტიაა

29.12.20 17:40


საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობის წლიური ანგარიშის პრეზენტაციაზე, დავით ზალკალიანმა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს კანდიდატურების მხარდაჭერის მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ მიმართულებით, მთელი წლის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა.

 

ზალკალიანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, საქართველოს კანდიდატი არჩეულ იქნა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრად, რაც საქართველოს უდიდესი წარმატებაა.

 

საქართველოს კანდიდატი არჩეულ იქნა ბავშვის უფლებათა კომიტეტის (CRC) წევრად, ასევე BSEC-ის მუდმივმოქმედი სამდივნოს სამართლებრივი მრჩევლის თანამდებობაზე;

 

საქართველოს მთავრობამ ხელახალი ვადით წარადგინა ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივნის თანამდებობაზე, 2022-2025 წლების ვადით. 2021 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველო 1 წლის ვადით გადმოიბარებს სუამ-ის თავმჯდომარეობას.

 

ქვეყნის განვითარებისა და დემოკრატიული რეფორმების განხორციელების, ეკონომიკური განვითარებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის, ქვეყნის ტერიტორიის დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით, საქართველო დიდ ყურადღებას უთმობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას. აღნიშნულ კონტექსტში, როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, საქართველოს კანდიდატურების საერთაშორისო ორგანიზაციებში დანიშვნა, საქართველოს წარმატების გარანტიაა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები