პოლიტიკა

"შევიდეს ალეკო ელისაშვილი პარლამენტში და დაგვანებოს თავი..." - ნინო ბურჯანაძე

30.12.20 10:00


"შევიდეს ალეკო ელისაშვილი პარლამენტში და დაგვანებოს თავი, რა.." - ასე პასუხობს "ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე "გირჩისა" და "მოქალაქეების" ერთობლივ არგუმენტს იმის შესახებ, რომ ამ ეტაპზე ისინი ვერ ხედავენ უკეთეს გამოსავალს, ვიდრე პარლამენტში შესვლაა.

 


"ხომ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, როგორ მოიპოვა ალეკო ელისაშვილმა მხარდაჭერა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, როცა თბილისში იყრიდა კენჭს და არ იყო ისეთი ვითარება მაშინ, როგორიც იყო სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის და ისიც ძალიან კარგად ვიცით, რომ ამ არჩევნებზე არავინ არ ებრძოდა ალეკო ელისაშვილს და არავის წუართმევია მისთვის ხმები. შევიდნენ პარლამენტში და გაგვანებონ თავი...

 

ვინც შედის პარლამენტში, ვინც სხვა გამოსავალს ვერ ხედავს, ვინც ვერ ხედავს ბრძოლაში აზრს, შევიდნენ, ოღონდ ოპოზიციას დაანებონ თავი. მე პირდაპირ მაქვს ნათქვამი თქვენს გადაცემაში და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ის, რაც ელისაშვილმა გააკეთა იმისთვის, რომ პარლამენტში თავისი შესვლისთვის ახსნა მოეძებნა - ოპოზიციურ ლიდერებს დაუწყო ლანძღვა და ოპოზიციურ პარტიებში შუღლის ჩაგდება გადაწყვიტა, როცა ნახევარ ოპოზიციას შეურაცხყოფა მიაყენა და ამბობდა, ამათ ჭკუაზე დადიან, იმათ ჭკუაზე დადიანო, ეს იყო ბიძინა ივანიშვილის თამაში.

 

ამას თუ ვერ აცნობიერებს ელისაშვილი, მაშინ მისი ადგილი პოლიტიკაში არ არის, თუ აცნობიერებს, მაშინ ივანიშვილის თამაშს თამაშობს. ახლა არ არის მოწონება-არმოწონების დრო, ისევე როგორც არ იყო მაშინ, როცა ჩვენ პროპორციული არჩევნებისთვის ვიბრძოდით - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ "დღის სტუმარში", "მთავარ არხზე".

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები