პოლიტიკა

კობახიძე ადასტურებს, რომ “ოცნებას” მინიმუმ 5 ოპოზიციურ პარტიასთან ელჩების გარეშე ჰქონდა კონსულტაციები

30.12.20 11:45


“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ მმართველ გუნდს ბარიერგადალახული ოპოზციური პარტიების უმრავლესობასთან კონსულტაციები ჰქონდა ელჩების გარეშე. ამის შესახებ კობახიზემ რ2-ის ეთერში ისაუბრა.

 

“ამ პარტიების უმრავლესობასთან სხვადასხვა ტიპის კომუნიკაცია შედგა, [უცხოელი] პარტნიორების მოწოდებაც იყო ეგ, რომ მათ გარეშე გვქონოდა ეს კომუნიკაცია და ეს კომუნიკაცია უმრავლესობსთან შედგა მინიმუმ 5-თან რვიდან”, – განაცხადა კობახიძემ.

 

მისი თქმით, ამ პროცესში ჩართული იყო “ოცნების’ “3-4 წევრზე მეტი”, მათ შორის თვითონაც იღებდა აქტიურ მონაწილეობას “პირდაპირ თუ ირიბად”.

 

კობახიძეს არ დაუკონკრეტებია, ვისთან გაიამართა ამ ტიპის კონსულტაციები, თუმცა მიანიშნა, რომ ესენი არ ყოფილან ევროპულ საქართველო და ენმ, რომელთაც მისი აზრით, პარლამენტში შესვლისა და შეთანხმების მიღწევის სურვილი არ აქვთ.

 

კობახიძის ვარაუდით, 2021 წლის თებერვალ-მარტში პარლამენტში 3-ზე მეტი ოპოზიციური პარტია შევა. მისი თქმით, ზოგიერთი პარტიის ქცევა ამ პროცესში აუხსნელია, რადგან მათ პარლამენტში შესვლის სურვილი აქვთ, მაგრამ ამას ვერ აკეთებენ ამ ეტაპზე. ის ვარაუდობს, რომ ამის მიზეზი აუხსნელი ‘შიშებია”, ან კომპრომატები შესვლის მოწინააღმდეგე პარტიების მხრიდან.

 

ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახულმა პარტიებმა,(გარდა “მოქალაქეების”, “გირჩის” 3 წევრისა და “პატრიოტთა ალიანსის” ერთი წევრისა), სადეპუტატო მანდატებზე უარი განაცხადეს. პარალელურად კი უცხოელი ელჩების შუამავლობით ოპოზციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. უკვე გაიმართა მოლაპარაკებათა 4 რაუნდი და იგეგმება, რომ მეხუთე რაუნდიც.

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები