პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ამნისტიის ისეთი აქტი უნდა მივიღოთ, რომ კითხვის ნიშნები არ გაჩნდეს

30.12.20 12:20


ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ ამნისტიის ისეთი აქტი უნდა მიიღონ, რომ კითხვის ნიშნები არ გაჩნდეს. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„ამნისტიის აქტი შეეხება ყველას, ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანია ბალანსი ერთი მხრივ ადამიანის უფლებების გაუმჯობესებასა და ადამიანებისთვის შეღავათის გაწევას და მეორე მხრივ, საზოგადოების უსაფრთხოებას შორის. ასე, რომ საზოგადოების უსაფრთხოება გვეხება ყველას და დაცულობის განცდა რომ გვქონდეს ყველას, ისეთი ამნისტია უნდა მივიღოთ, რომელიც არავის კითხვის ნიშნებს არ გაუჩენს კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით.

 

რაც შეეხება მუხლებთან დაკავშირებით შესაძლო ცვლილებებს, იმისთვის გვაქვს პირველი, მეორე და მესამე მოსმენა, რომ ვიმსჯელოთ, თუ არის რაიმე ლოგიკა და შესაძლებელია სისხლის სამართლის პოლიტიკის თვალსაზრისით ვიმსჯელოთ მუხლების შესაძლო გადახედვაზე, ჩვენ ამისთვის მზად ვართ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავს.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები