პოლიტიკა

ამნისტიის შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა პირველივე მოსმენით დაამტკიცა

30.12.20 16:00


ამნისტიის შესახებ კანონპროექტი, რომლის ავტორიც ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარკველაძეა, პარლამენტმა პირველივე მოსმენით დაამტკიცა.

 


ახალი კანონპროექტი არ ითვალისწინებს მძიმე დანაშაულებს და მხოლოდ იმ პატიმრებს შეეხებათ, რომლებიც მსუბუქი დანაშაულისთვის იხდიან სასჯელს და რომელთაგანაც საზოგადოებას საფრთე არ ემუქრება.

 

ამნისტიის შესახებ კანონპროექტი აერთიანებს 44 მუხლს, მათ შორის ნარკოდანაშაულს (რომელიც 600 პატიმრის გათავისუფლებას ითვალისწინებს), ქურდობას, სხეულის დაზიანებას, ფალსიფიკაციას.

 

ოცნების დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე გამოვიდა ინიციატივით, რომ ამნისტია შეხებოდათ ოჯახში ძალადობისთვის მსჯავრდებულებს, თუმცა ერთპარტიული პარლამენტის უმრავლესობამ ეს წინადადება მიუღებლად ჩათვალა. ამნისტია ასევე არ შეეხება ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ პირებსა და პოლიტიკური ნიშნით დაკავებულ ადამიანებს.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები