პოლიტიკა

წულუკიანი მინისტრის მოადგილეს: თვეში ერთხელ მობრძანდით და მოგვახსენეთ, რა გააკეთეთ

31.12.20 11:00


თვეში ერთხელ მობრძანდით და მოგვახსენეთ, რა გააკეთეთ – ასე მიმართა განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა განათლების მინისტრის მოადგილეს პლენარულ სხდომაზე.


თეა წულუკიანმა მოითხოვა განმარტება განათლების მინისტრის მოადგილისგან მისი ინიციატივის თაობაზე, რომლის მიხედვითაც ბაღების ავტორიზაციის პროცესმა 1 წლით უნდა გადაიწიოს.

 

“ეს 4 წელი რაში დავხარჯეთ, მე ვერ მივხვდი კარგად. პანდემია 4 წლის წინ არ იყო, პანდემია რაც გაჩნდა, თუ მახსოვრობა არ მღალატობს, 1 წელი არ არის ჯერ გასული. მაგრამ, დავანებოთ ამას თავი, კი ბატონო, გადავავადოთ 1 წლით, სადაც 4 წელი ვერ შევძელით, 1 წლის თავზე იქნებ ეს შევძლოთ. ჩვენ ამას ოფიციალურადაც გავაკეთებთ, მაგრამ იქნებ თვეში ერთხელ მობრძანდეთ ჩვენს კომიტეტში და მოგვახსენოთ, რა გააკეთეთ, რომ გაისად ამ დროს ისევ არ მოხვიდეთ და გადავადება არ მოითხოვოთ.

 

ამ ერთ წელს რომ ჩვენ მოგცემთ, 12-ჯერ მობრძანდით და აგვიხსენით: ამ თვეში ეს გავაკეთე, ამ თვეში ეს, რომ ერთი წლის შემდეგ ვიცოდეთ რაზე ვლაპარაკობთ.”-განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 343


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები