პოლიტიკა

გადაწყვეტილება მიღებულია - ბექაურის უწყებამ "ოცნების" სარჩელი დააკმაყოფილა და "მთავარი არხს" დაასანქცირა

31.12.20 13:30


კომუნიკაციების კომისიამ "მთავარი არხს" "ქართული ოცნების" საჩივრის საფუძველზე სანქცია დააკისრა.

 

იმის გამო, რომ ბოლო 1 წელში ეს პირველი დარღვევა იყო, არხი მხოლოდ გააფრთხილეს.

 

ივანიშვილის გუნდი აცხადებდა, რომ არხმა მათ მეორე ტურის წინ კანონდარღვევით უთხრა უარი უფასო საარჩევნო რგოლების განთავსებაზე.

 

"მთავარი არხის" იურისტი აცხადებს, რომ კანონმდებლობა არ დაურღვევიათ. მისი თქმით, კანონმდებლობა მაუწყებლებისგან მოითხოვს დისკრიმინაციულად არ დაუთმოს პოლიტიკურ პარტიებს სარეკლამო დრო. მისი თქმით, ეს დილემა არ არსებობდა, რადგან არხს საერთოდ არ გამოუყვია უფასო სარეკლამო დრო პოლიტიკური პარტიებისთვის.

 

"გარემოებების გათვალისწინებით, რადგან სხვა არხები აძლევდნენ პარტიებს უფასო დროს, ამიტომ ჩავთვალეთ, რომ ამის გათვალისწინებით პარტიები არ იქნებოდნენ მძიმე მდგომარეობაში... ამ დროში ცესკოს ფასიან რეკლამაზეც კი ვთქვით უარი - ესეც ჯდებოდა გამოხატვის თავისუფლებაში... სიჩუმე ავირჩიეთ პროტესტის ფორმად და ვფიქრობთ, რომ ეს ჯდება გამოხატვის თავისუფლებაში", - განაცხადა თამთა მურადაშვილმა.

 

კომუნიკაციის კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ კანონდარღვევა ცალსახაა:

 

"მგონი, სადავო არაფერია. დარღვევა სახეზეა. ნებისმიერი ეროვნულ მაუწყებელს აქვს ვალდებულება უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების. განხილვის შედეგად ახალი არაფერი თქმულა".

 

აღსანიშნავია, რომ მმართველმა პარტიამ "მთავარი არხიდან" რეკლამის განთავსებაზე უარის მიღებიდან მხოლოდ 1 თვის თავზე გაასაჩივრა, მაშინ როცა უკვე შეუძლებელი იყო დარღვევის გამოსწორება.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები