ეკონომიკა

საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი $19.7 მილიარდი დოლარია

04.01.21 13:20


ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი $19.7 მილიარდ დოლარს, ანუ 64.7 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც ქვეყნის მშპ-ის 120%-ია. ამასთან, სებ-ის თანახმად, 2020 წლის მესამე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 781.5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

 

არსებული მდგომარეობით, ვალის ნახევარზე მეტი კერძო სექტორის მიერ მოზიდულ საგარეო კრედიტებს წარმოადგენს.

 

"სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 8.9 მლრდ აშშ დოლარი (29.3 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 54.6 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 6.8 მლრდ აშშ დოლარი (22.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 41.4 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 457.8 მლნ აშშ დოლარი (1.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 2.8 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 794.9 მლნ აშშ დოლარი (2.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 4.9 პროცენტი) და 904.4 მლნ აშშ დოლარი (3.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.5 პროცენტი).

 

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 4.4 მლრდ აშშ დოლარი (14.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 27.2 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.7 მლრდ აშშ დოლარი (15.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 29.1 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 3.3 მლრდ აშშ დოლარი (10.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 19.9 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 91.7 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

 

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2020 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 11.6 მლრდ აშშ დოლარი (38.3 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 71.3 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 5.1 მლრდ აშშ დოლარია (16.8 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 31.4 პროცენტია.

 

2020 წლის მესამე კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა ვალდებულებებმა 457.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 202.7 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი,"- ნათქვამია სებ-ის ანგარიშში.

 

 

 


წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები