პოლიტიკა

„პატრიოტთა ალიანსის“ სამ წევრს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა

04.01.21 17:00


საქართველოს პარლამენტმა „პატრიოტთა ალიანსის“ სამი წევრისთვის, ირმა ინაშვილისთვის, გიორგი ლომიასთვის და გოჩა თევდორაძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა.

 

ინაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას 80-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, გიორგი ლომიასთვისთვის 79-მა, გოჩა თევდორაძისთვის კი 78-მა.

 

ასევე, უკვე ცნობილია, რომ ახალი მოწვევის მოწვევის პარლამენტში შესვლაზე თანხმობა განაცხადეს „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებმა: ავთანდილ ენუქიძემ, ფრიდონ ინჯიამ და დავით ზილფიმიანმა.

 

„ჩვენ რეგლამენტით გვაქვს უკვე იმის საშუალება, რომ დავიწყოთ განხილვა იმ დეპუტატების უფლებამოსილების საკითხის, ვინც განცხადებები შემოიტანა. რატომ ვიწყებთ ამ პროცესს „პატრიოტთა ალიანსით“? მათი სია ცესკოში ჩახსნილი არ არის და ამ სიიდან რამდენიმე წევრს აქვს სურვილი (იმ შემთხვევაში, თუ ადგილმონაცვლეობის პრინციპით​ „პატრიოტთა ალიანსის“ სამი წევრი გავა პარლამენტიდან) მათ ადგილები დაიკავონ“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები