მსოფლიო

ალიევმა ყარაბაღის აღორძინების ფონდი შექმნა

04.01.21 17:40


აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მთიანი ყარაბაღის აღორძინების ფონდის შექმნის ბრძანებულებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ Report.az იუწყება. 

 


ბრძანებულებაში აღნიშნულია, რომ ფონდმა გათავისუფლებული ტერიტორიების აღდგენა და ამ მხრივ სახელმწიფოს მიერ თანადაფინანსება უნდა უზრუნველყოს.

 

დოკუმენტის მიხედვით, ფონდი კერძო შემოწირულობებით, გრანტებით და სხვა წყაროებით შეივსება. მას სამი პირისგან შემდგარი მმართველობა და სამეურვეო საბჭო უხელმძღვანელებს.

 

საბჭოში მთავრობის, პარლამენტის წევრები და საზოგადოების წარმომადგენლები შევლენ.

 

 

 

წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები