პოლიტიკა
12.01.21 17:00
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ანდრიუს კალინდრას შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ განსაკუთრებულ, მეგობრულ ურთიერთობებზე. ხაზი გაესვა ლიეტუვის მნიშვნელოვან მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევროტლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.
საუბარი შეეხო საქართველოსა და ლიეტუვაში პანდემიის კუთხით არსებულ მდგომარეობას. აღინიშნა ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობა პანდემიასთან ბრძოლის პროცესში ეფექტური შედეგების მისაღწევად.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გარდა COVAX პლატფორმისა, საქართველო ინტენსიურად მუშაობს ვაქცინის მწარმოებლებთან, რათა ქვეყანამ ვაქცინა რაც შეიძლება ადრე მიიღოს და ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორებისა და მეგობარი სახელმწიფოების მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ამ კონტექსტში აღინიშნა ლიეტუვის მხრიდან ევროკავშირის 13 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების წერილის ინიცირება, რომელიც ევროკავშირს მოუწოდებს, შეიმუშაოს გამარტივებული მექანიზმი, რათა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრმა სახელმწიფოებმა, მათ შორის საქართველომ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღება გაზაფხულზე შეძლონ.
პრემიერ-მინისტრმა და ელჩმა ასევე ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომდევნო სამიტის შესახებ, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში იგეგმება.
ანდრიუს კალინდრამ აღნიშნა, რომ ლიეტუვა მომავალშიც განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.
შეხვედრაზე ასევე პოზიტიურად შეფასდა ის ფაქტი, რომ ლიეტუვური ენის სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით, ლიეტუვურ ენაში საქართველოს ერთადერთი ოფიციალური სახელწოდება „საქართველას“ გახდა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს მესამე მდივანი იუსტინა სლენიტე და პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი სალომე გაგუა დაესწრნენ.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 334
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ეკა ბესელია: კობახიძეს პარტია დაეშლება და დარჩება ოფისი
18:0015.01.21
-
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2987 ლარი გახდა
17:4015.01.21
-
17:2015.01.21
-
17:0015.01.21
-
ამირან გამყრელიძე - „რემდესივირით“ მკურნალობა ქვეყნებს გამოადგათ
16:4015.01.21
-
საქართველოს საელჩო საფრანგეთში მცხოვრები მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს
16:2015.01.21
-
საპროკურორო საბჭოს ახალი თავმჯდომარე თბილისის პროკურორის მოადგილე მერაბ ჯერანაშვილი გახდა
16:0015.01.21
-
"ასეთი მრუდე ლოგიკა არ მსმენია არასდროს, ლიფსიტები ეუბნებიან ვეშაპებს, გაიწიეო " - სანიკიძე
15:4015.01.21
-
მუსლიმმა თემმა ლოცვა დაასრულა - ვითარება სოფელ ბუკნარში
15:2015.01.21
-
ნატო-ს პრესსპიკერი - იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდება
15:0015.01.21
-
14:4015.01.21
-
14:2015.01.21
-
2020 წლის დეკემბერში ფულადი გზავნილები საქართველოში 15.9%-ით გაიზარდა
14:0015.01.21
-
გია ვოლსკი - გუნდში სრული ჰარმონიაა და რაიმე დაპირისპირების საფუძველი არ არსებობს
13:4015.01.21
-
სოზარ სუბარი: კარგია, რომ პარტიები „ნაცებისა“ და „ევრონაცების“ ბულინგს დაუძვრნენ
13:2015.01.21
-
თბილისში მკვლელობა მოხდა, მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
13:0015.01.21
-
საქართველოს 10 ქალაქის სკოლებში სასწავლო პროცესი 18 იანვარს დისტანციურად დაიწყება
12:4015.01.21
-
12:2015.01.21
-
12:0015.01.21
-
აღარ არის ამდენი ბჭობა საჭირო, თუ პარლამენტში სურს შესვლა, შევიდეს - დეკანოიძე ელისაშვილზე
11:4515.01.21
-
11:3015.01.21
-
200-ლარიანი დახმარების მისაღებად განაცხადის წარდგენის ვადა 20 თებერვალს იწურება
11:1515.01.21
-
თბილისი - 496, აჭარა - 52, იმერეთი - 187 - კორონავირუსის უახლესი სტატისტიკა
11:0015.01.21
-
ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძეს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა
10:4515.01.21
-
10:3015.01.21
-
“მოქალაქეები” და “გირჩი” საარჩევნო და სხვა საკითხებზე ერთმანეთს შეხვდნენ
10:1515.01.21
-
აშშ-სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა
10:0015.01.21
-
ნინო ბურჯანაძე: ვიდრე “ოცნებას” ივანიშვილისთვის ფარის ფუნქცია ექნება, არაფერში არ ჩაერევა
18:0014.01.21
-
17:4014.01.21
-
გიგლა ბარამიძემ პარტია „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“ დატოვა
17:2014.01.21
-
"გამოვიდეს ვინმე და დაგველაპარაკოს“ - ჩოხატაურის მერიასთან სიტუაცია დაიძაბა
17:0014.01.21
-
კობა გვენეტაძემ Euromoney-ის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
16:4014.01.21
-
16:2014.01.21
-
არჩევნები მოვითხოვოთ მაშინ, თუ ოპოზიცია მოიგებს თვითმმართველობის არჩევნებს - ხვიჩიას პოზიცია
16:0014.01.21
-
ბადრი ესებუას საქმე ორად გაიყო - ბოროტმოქმედის ძმის წინააღმდეგ ცალკე წარმოება დაიწყო
15:4014.01.21
-
15:2014.01.21