ეკონომიკა

ლარი გამყარდა

12.01.21 17:40


ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა. 12 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.2888 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3012 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.24 თეთრი შეადგინა. 


გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.9969 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 4.0156 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.87 თეთრი შეადგინა.

 

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4391 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 4.4682 ლარი ეღირება.

 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 13 იანვრიდან შევა ძალაში.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები