პოლიტიკა
13.01.21 12:40
იაფი ფულადი რესურსი სოფლის მეურნეობისთვის ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი პირველი დაპირება იყო, რაც შესრულდა, - ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, დღემდე არსებობს პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტი“, რომელიც ფაქტობრივად უპროცენტო ან მინიმალური პროცენტით სოფლის მეურნეობის ყველა მიმართულების დაფინანსებას გულისხმობს.
„შეღავათიან ფულად რესურსზე ხელმისაწვდომობამ განაპირობა, რომ საქართველოში ერთიორად გაიზარდა და 55 000 ჰექტარს გადასცდა ვენახების ფართობი. ეს ტენდენცია არის ძალიან დადებითი. ეს არის მყარი სანედლეულო ბაზა, რომ ღვინის ინდუსტრია, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია აგრარული სექტორისთვის წარმატებული იყოს, განვითარდეს და გაიზარდოს.
10 000 ჰა-ზე მეტ ფართობზე გაშენებულია სხვადასხვა ხილის კულტურა, მრავალწლოვანი ინტენსიური თანამედროვე ბაღები, რომელიც არის საგრანტო დაფინანსების შედეგი. რამდენიმე ათას ჰექტარზეა სასათბურე მეურნეობები, რომელიც სასურსათო უზრუნველყოფისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ჩავანაცვლოთ იმპორტირებული ბოსტნეული არასეზონზე.
რაც შეეხება 2020 წლის პანდემიის პირობებში ჩვენს მყისიერ ჩარევას. ჩვენ გავაჩინეთ მოკლევადიანი ფინანსური საბრუნავი საშუალებები ფაქტობრივად უფასოდ იმისათვის, რომ სწრაფად მოეხდინათ ადაპტაცია ჩვენს ფერმერებს და დაინტერესებულ პირებს.
ჩვენ გვქონდა პირდაპირი დახმარებები. ეს იყო აგრობარათებზე დარიცხული ქულები, რომ ფერმერებს უფასოდ მიეღოთ პესტიციდები, დაზღვევის კიდევ უფრო გაუმჯობესებული პირობები და ა. შ. - ეს იყო მყისიერი ღონისძიებები, რომელიც ჩვენ 2020 წელს დავამატეთ ძირითად პროგრამებს, რომლებიც გულისხმობს ღირებულებათა ჯაჭვის ყველა ელემენტს: პირველადწარმოებაში საგრანტო თანადაფინანსებას, შემნახველი და გადამმუშავებელი მეურნეობების თანადაფინანსებას, ტექნიკურ დახმარებაში თანადაფინანსებას, აგროკრედიტს და აგროდაზღვევას.
ეს პროგრამები მომავალშიც უნდა გაგრძელდეს. მნიშვნელოვანია, თანმიმდევრული საქმიანობის განხორციელება იმისთვის, რომ ვიყოთ ნეტო ექსპორტიორი ქვეყანა და სოფლის მეურნეობა მეტ ღირებულებას ქმნიდეს ეკონომიკაში“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 64
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ეკა ბესელია: კობახიძეს პარტია დაეშლება და დარჩება ოფისი
18:0015.01.21
-
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2987 ლარი გახდა
17:4015.01.21
-
17:2015.01.21
-
17:0015.01.21
-
ამირან გამყრელიძე - „რემდესივირით“ მკურნალობა ქვეყნებს გამოადგათ
16:4015.01.21
-
საქართველოს საელჩო საფრანგეთში მცხოვრები მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს
16:2015.01.21
-
საპროკურორო საბჭოს ახალი თავმჯდომარე თბილისის პროკურორის მოადგილე მერაბ ჯერანაშვილი გახდა
16:0015.01.21
-
"ასეთი მრუდე ლოგიკა არ მსმენია არასდროს, ლიფსიტები ეუბნებიან ვეშაპებს, გაიწიეო " - სანიკიძე
15:4015.01.21
-
მუსლიმმა თემმა ლოცვა დაასრულა - ვითარება სოფელ ბუკნარში
15:2015.01.21
-
ნატო-ს პრესსპიკერი - იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდება
15:0015.01.21
-
14:4015.01.21
-
14:2015.01.21
-
2020 წლის დეკემბერში ფულადი გზავნილები საქართველოში 15.9%-ით გაიზარდა
14:0015.01.21
-
გია ვოლსკი - გუნდში სრული ჰარმონიაა და რაიმე დაპირისპირების საფუძველი არ არსებობს
13:4015.01.21
-
სოზარ სუბარი: კარგია, რომ პარტიები „ნაცებისა“ და „ევრონაცების“ ბულინგს დაუძვრნენ
13:2015.01.21
-
თბილისში მკვლელობა მოხდა, მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
13:0015.01.21
-
საქართველოს 10 ქალაქის სკოლებში სასწავლო პროცესი 18 იანვარს დისტანციურად დაიწყება
12:4015.01.21
-
12:2015.01.21
-
12:0015.01.21
-
აღარ არის ამდენი ბჭობა საჭირო, თუ პარლამენტში სურს შესვლა, შევიდეს - დეკანოიძე ელისაშვილზე
11:4515.01.21
-
11:3015.01.21
-
200-ლარიანი დახმარების მისაღებად განაცხადის წარდგენის ვადა 20 თებერვალს იწურება
11:1515.01.21
-
თბილისი - 496, აჭარა - 52, იმერეთი - 187 - კორონავირუსის უახლესი სტატისტიკა
11:0015.01.21
-
ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძეს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა
10:4515.01.21
-
10:3015.01.21
-
“მოქალაქეები” და “გირჩი” საარჩევნო და სხვა საკითხებზე ერთმანეთს შეხვდნენ
10:1515.01.21
-
აშშ-სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა
10:0015.01.21
-
ნინო ბურჯანაძე: ვიდრე “ოცნებას” ივანიშვილისთვის ფარის ფუნქცია ექნება, არაფერში არ ჩაერევა
18:0014.01.21
-
17:4014.01.21
-
გიგლა ბარამიძემ პარტია „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“ დატოვა
17:2014.01.21
-
"გამოვიდეს ვინმე და დაგველაპარაკოს“ - ჩოხატაურის მერიასთან სიტუაცია დაიძაბა
17:0014.01.21
-
კობა გვენეტაძემ Euromoney-ის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
16:4014.01.21
-
16:2014.01.21
-
არჩევნები მოვითხოვოთ მაშინ, თუ ოპოზიცია მოიგებს თვითმმართველობის არჩევნებს - ხვიჩიას პოზიცია
16:0014.01.21
-
ბადრი ესებუას საქმე ორად გაიყო - ბოროტმოქმედის ძმის წინააღმდეგ ცალკე წარმოება დაიწყო
15:4014.01.21
-
15:2014.01.21