საზოგადოება

ფონიჭალაში დაკავებულ არასრულწლოვანს 13 შეკვრა ნარკოტიკი გადაჰქონდა – შსს

13.01.21 14:00


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა  2004 წელს დაბადებული ი.ჯ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

 

როგორც სამართალდამცავი უწყება აცხადებს, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა არასრულწლოვანი, ფონიჭალის დასახლებაში იმ დროს შეაჩერა, როდესაც მას 13 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „სირეცი“ გადაჰქონდა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აღნიშნული  ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

 

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები