პოლიტიკა

“აქ პატარა არავინ არის” – ვოლსკი ივანიშვილის წასვლაზე

13.01.21 16:00


„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა და პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ, ივანიშვილის წასვლაზე საუბრისას თქვა, რომ გუნდი ყველა გამოწვევას მაინც გაუმკლავდება.

 

ბიძინა ივანიშვილმა 12 იანვარს საზოგადოებრივ მაუწყებელს ინტერვიუ მისცა, სადაც თქვა, რომ მმართველ გუნდთან ყველანაირი კონსულტაცია შეწყდება.

 

„არ დამირეკოთ ნიშნავს, პოლიტიკურ საკითხებში თქვენ უნდა იყოთ იმდენად დამოუკიდებელი, რამდენადაც ეს სჭირდება სახელმწიფოსა და პოლიტიკურ გუნდს.

მეორეს ერთი, აქ პატარა არავინ არის, რასაკვირველია, წლების მანძილზე ჩამოყალიბდეს მძლავრი, სტაბილური გუნდი, რომელსაც შეუძლია გამოწვევებს დაუპირისპირდეს, მით უფრო, კრიზისულმა სიტუაციამ გვაჩვენა, რა შეუძლია კრიზისულ გუნდს“, – აცხადებს გიორგი ვოლსკი.

 

გუშინ, 12 იანვარს, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან და “ქართული ოცნებიდან” წასვლის შესახებ განცხადება გაავრცელა. ივანიშვილს “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პოზიცია ეკავა. გუშინვე პარტიაში განაცხადეს, რომ ივანიშვილს “ქართული ოცნებაში” ირაკლი კობახიძე ჩაანაცვლებს.

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები