საზოგადოება

სპეციალური პენიტენციური სამსახური: N6 პენიტენციურ დაწესებულებაში 143 მსჯავრდებულისთვის ჩატარებული PCR ტესტის ყველა პასუხი უარყოფითია

13.01.21 16:40


ინტენსიური PCR ტესტირების ფარგლებში ამჯერად ტესტირება N6 დაწესებულების 143 მსჯავრდებულს ჩაუტარდა და ყველა პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს. 


სპეციალური პენიტენციური სამსახური აგრძელებს PCR ტესტირებას, რომელიც ყველა დაწესებულებაში ორ კვირაში ერთხელ ჩატარდება და ტესტირების შედეგების შესახებ საზოგადოებას ეტაპობრივად მიეწოდება ინფორმაცია.

 

უწყების ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ ვირუსის ცალკეული შემთხვევების აღმოჩენის მიუხედავად, ვითარება პენიტენციურ სისტემაში სრულად ექვემდებარება კონტროლს და პატიმრებს და მათ ოჯახებს შეშფოთების საფუძველი არ აქვთ.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები