პოლიტიკა
14.01.21 16:20
პარლამენტში იმ პარტიის შემოსვლის მოლოდინი მაქვს, რომელიც შეძლებს, ის ზეწოლა გადალახოს, რაც „ნაციონალური მოძრაობიდან“ მოდის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. დეპუტატის თქმით, მმართველი პარტია ოპონენტებთან კონსულტაციებისთვის მზად არის.
კითხვაზე: „განიხილავს თუ არა მმართველი გუნდი ოპოზიციის ნაწილის შეთავაზებას იმის თაობაზე, რომ ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის წარმატების შემთხვევაში, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს“, დავითულიანმა განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ თავისი შეთავაზება უკვე გაკეთებული აქვს და მათ წინაშე ყველა პირობა იყო წარდგენილი.
„არ ვიცი, დამატებითი მოთხოვნები რამდენად მისაღები იქნება. მით უმეტეს მაშინ, როცა მეათე მოწვევის პარლამენტი 2024 წლამდე არის არჩეული და ეს წესით, კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დადგეს. ოპოზიციაში კონსულტაციები რომ მიმდინარეობს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასე იქნება. ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არ არსებობს, არსებობს პარტიული და ოპოზიციური კრიზისი, რაც ქვეყნისთვის ჯამურად კარგი არ არის, მაგრამ ეს კრიზისი ოპოზიციას აზიანებს და სჯობს, გონს მოეგონ და ის ნაბიჯი გადმოდგან, რომელიც წაადგება ქვეყნის განვითარებას და პარლამენტში შემოვიდნენ“, – განაცხადა დავითულიანმა.
ამასთან, დავითულიანი პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ელისაშვილის პარტიასა და „გირჩს“ პარლამენტში სიამოვნებით დაელოდებიან.
„პარლამენტში სიამოვნებით დაველოდებით, ელისაშვილის პარტიასა და „გირჩს“, – განაცხადა დავითულიანმა.
დავითულიანის თქმით, სამწუხაროა, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი არ იზიარებს არც ერთი საერთაშორისო პარტნიორის მოწოდებას, ფაქტის წინაშე დგანან და ჩართული აქვთ თვითდესტრუქციის რეჟიმი.
„მათთვის დამაზიანებელია ყოველი დღე, როცა პოლიტიკურ პროცესში არ მონაწილეობენ. იმედი მაქვს, ეს მოცემულობა მათ აზრს შეაცვლევინებს“, – დასძინა დავითულიანმა.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 325
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
13:5007.03.21
-
კალანტაროვი და მისი აფხაზი სეპარატისტი „მონები“
13:3007.03.21
-
18:0005.03.21
-
17:4005.03.21
-
ვახტანგ გომელაური - ბადრი ესებუას დაკავება დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად მოხდება
17:2005.03.21
-
17:0005.03.21
-
16:4005.03.21
-
ოპოზიცია კონსტიტუციის შეცვლას ითხოვს
16:2005.03.21
-
გახარიას პოსტიდან გადადგომა პირადად მისთვის არის საზიანო - წულიკიანი
16:0005.03.21
-
გიორგი ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე: სხვა პარტიის ლიდერების განცხადებებს ნაკლებად ვუსმენ
15:4005.03.21
-
თქვენს ადგილზე ასეთი ჰუმანური ვერ ვიქნებოდი, მადლობა გაწეული სამსახურისთვის - წულუკიანი გომელაურს
15:2005.03.21
-
ვახტანგ გომელაური: მომსახურების სააგენტოში ახალი სერვისები დაინერგა
15:0005.03.21
-
14:4005.03.21
-
დავით სონღულაშვილი - ჰესების მშენებლობა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის აუცილებელია
14:2005.03.21
-
14:0005.03.21
-
საქართველო-ირლანდიის ბიზნეს საბჭოს დამფუძნებელი შეხვედრა გაიმართა
13:4005.03.21
-
13:2005.03.21
-
13:0005.03.21
-
თებერვალში FAO-ს ფასების ინფექსი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26.5%-ით გაიზარდა
12:4005.03.21
-
სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერად დანიშვნას ულოცავს
12:2005.03.21
-
ანრი ოხანაშვილი: მოლოდინი გვაქვს, რომ დიალოგი შედგება
12:0005.03.21
-
5-თვიანი პაუზის შემდეგ დღეს ერგნეთში შეხვედრა განახლდა - რა საკითხებს დასვამს ქართული მხარე
11:4505.03.21
-
11:3005.03.21
-
11:1505.03.21
-
ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინიტრად დანიშვნას ულოცავს
11:0005.03.21
-
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 390 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 172 პაცინტი
10:4505.03.21
-
დღეს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს მოუსმენენ
10:3005.03.21
-
ოპოზიციის დანაწევრება ოცნების სტრატეგია და ტაქტიკაა, ამაში არ უნდა მივეხმაროთ - სამადაშვილი
10:1505.03.21
-
არჩილ თალაკვაძესა და ევროპარლამენტის თავმჯდომარე დავიდ სასოლის შორის სატელეფონო საუბარი შედგა
10:0005.03.21
-
ეკატერინე ტიკარაძე საქართველოში აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს შეხვდა
18:0004.03.21
-
კახა კუჭავამ ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან შეხვედრა გამართა
17:4004.03.21
-
“ისკანდერის გაშვება ბაქოში”, რევანშიზმი და ნაციზმის რეაბილიტაცია
17:2004.03.21
-
17:0004.03.21
-
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება
16:4004.03.21
-
ბოიკოტი შეცდომა იყო - თალაკვაძემ ოპოზიცია ანტიდემოკრატიულ ქმედებაში დაადანაშაულა
16:2004.03.21
-
აჭარას აქვს დიდი პოტენციალი, რომ მაქსიმალურად მალე შევძლოთ ეკონომიკის აღდგენა - თორნიკე რიჟვაძე
16:0004.03.21