საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფოს დროშის დღეს აივნებიდან დროშების გადმოკიდების ინიციატივას მიესალმება

14.01.21 17:40


საქართველოს პრეზიდენტი, კულტურის სფეროს წარმომადგენლების ინიციატივას და მოწოდებას 14 იანვარს, სახელმწიფოს დროშის დღეს, აივნებიდან დროშების გადმოკიდებას მიესალმება და უერთდება.

 

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

 

მათივე ცნობით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და მისი თანამშრომლები დროშის დღის აღნიშვნას აივნებიდან დროშების გადმოკიდებით შეუერთდნენ.

 

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო მოუწოდებს მოქალაქეებს, საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის, ეროვნული და პიროვნული თავისუფლების უმნიშვნელოვანესი სიმბოლოსთვის ღირსი პატივის მიგების მიზნით, საკუთარი სახლის ფანჯრებიდან, აივნებიდან, ღობეებიდან გადმოფინონ ან სახურავებსა და ავტომანქანებზე აღმართონ საქართველოს სახელმწიფო დროშა.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები