პოლიტიკა

აღარ არის ამდენი ბჭობა საჭირო, თუ პარლამენტში სურს შესვლა, შევიდეს - დეკანოიძე ელისაშვილზე

15.01.21 11:45


ოპოზიციის შეფასებით, ალეკო ელისაშვილი "ირაკლი კობახიძის თამაშს თამაშობს", თუმცა, მისი და ორი-სამი ოპოზიციონერის პარლამენტში შესვლით პარლამენტი მრავალპარტიული მაინც ვერ გახდება.

 


"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ელისაშვილს თუ პარლამენტში შესვლა სურს, უნდა შევიდეს ბევრი ბჭობის გარეშე:

 

"ყველას მოვუწოდებ, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებს, ამ შემთხვევაში ბატონ ელისაშვილს, აღარ არის ამდენი ბჭობა საჭირო და განსჯა, თუ სურს პარლამენტში შესვლა, შეუძლია შევიდეს პარლამენტში, რადგან ნამდვილად, ახლა ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევებია ქვეყნის წინაშე და ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ რეჟიმი უნდა დავასრულოთ", - განაცხადა დეკანოიძემ.

 

შეგახსენებთ, ელისაშვილმა განაცხადა, რომ თუ ხელისუფლება გარკვეულ დათმობებზე წამოვა, ის მზად არის პარლამენტში შევიდეს.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები