პოლიტიკა

სოზარ სუბარი: კარგია, რომ პარტიები „ნაცებისა“ და „ევრონაცების“ ბულინგს დაუძვრნენ

15.01.21 13:20


ძალიან კარგია, რომ პარტიები დაუძვრნენ ბულინგს ორი ოპოზიციური პარტიის მხრიდან, „ნაცებსა“ და „ევრონაცებს ვგულისხმობ, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა „რუსთავი 2-თან“ საუბრისას.

 

„გასაგებია ისიც, რომ რასაც წარმოადგენენ „ნაცები" და მათი ნაცისტური პარტიები გარე ურთიერთობებში, იგივე იქნებიან შიგნითაც. ამ ადამიანებთან დიალოგი უბრალოდ შეუძლებელია. მათ უნდათ ან გაიტანონ თავისი, ან ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა მათ შემდეგ, ასეთია მათი პოლიტიკა. როგორც ჩანს, ეს დამოკიდებულება აქვთ შიგნითაც და ასეთ დროს თუ ალეკო ელისაშვილი ან რომელიმე სხვა, ვერ ხედავს მათთან მოლაპარაკების ვერც რესურსს და ვერც აზრს, ეს ნიშნავს, რომ მივიდნენ ლოგიკურ დასკვნამდე. ისედაც ცხადი უნდა ყოფილიყო, როცა ელაპარაკები მელიას, ბოკერიას, იქ ლაპარაკს მართლა არ აქვს აზრი," - განაცხადა სოხარ სუბარმა.

 

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მეხუთე რაუნდის მოლოდინის პარალელურად, არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან კონსულტაციებს მართავენ. ასეთი შეხვედრა „მოქალაქეებსა“ და „გირჩს“ შორის გუშინ შედგა.

 

„გირჩის“ ინიციატივაა, რომ რეალურ საარჩევნო რეფორმაზე შეთანხმების შემთხვევაში, თვითმმართველობის არჩევნებს პლებისციტის ფუნქცია მიენიჭოს.

შესაბამისად, თუ ჯამურად ოპოზიცია გაიმარჯვებს, 2022 წელს ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს. წაგების შემთხვევაში, კი აღიარონ, რომ გაყალბება სულაც არ ყოფილა იმ მასშტაბის, რის მტკიცებასაც თავად ცდილობენ.

„გირჩი“ და „მოქალაქეები“ ამ მიზნით, ოპოზიციასთან შეხვედრებს იწყებენ.

განსხვავებული შეხედულება აქვთ ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები