პოლიტიკა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიას, ახალ პარლამენტში მოპოვებული ადგილები დაიკავონ და არ შელახონ მისი დემოკრატიული ფუნქციონირება

15.01.21 14:20


სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის ყოველწლიური ანგარიში გამოქვეყნდა.

 

„სამწუხაროდ ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც შესაძლო ფართო გაყალბებას ამტკიცებენ, განაცხადეს, რომ ბოიკოტს გამოუცხადებდნენ მეორე რაუნდს და ახალ პარლამენტს. ეს მით უფრო სამწუხაროა, რომ ამ არჩევნებში ოპოზიციური პარტიების შედეგები მათ ძლიერ პოზიციას მისცემდა საპარლამენტო ზედამხედველობისთვის.

პარლამენტი არის პოლიტიკისა და დებატების ჩატარების ადგილი და შესაბამისად, ასამბლეა მუდმივად ეწინააღმდეგებოდა საპარლამენტო ბოიკოტს. ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ყველა პოლიტიკურ პარტიას მოვუწოდებთ, დაიკავონ ადგილი პარლამენტში. 2020 წლის მარტის პოლიტიკური შეთანხმება ყველა პოლიტიკურ დაინტერესებულ მხარეს შორის უფრო მეტად პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ, რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს საქართველოს პარლამენტის უფრო პლურალისტული და წარმომადგენლობითი შემადგენლობის ჩამოყალიბებას“ - აღნიშნულია დოკუმენტში.

 

დოკუმენტის განხილვა სტრასბურგში ზამთრის სესიაზე იგეგმება. მუშაობაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ჩაერთვება. სესია 25- 28 იანვარს გაიმართება.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები