საზოგადოება

ამირან გამყრელიძე - „რემდესივირით“ მკურნალობა ქვეყნებს გამოადგათ

15.01.21 16:40


დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, პრეპარატ „რემდესივირით“ მკურნალობა ქვეყნებს გამოადგათ.

 

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, კარგია, რომ საჭიროების შემთხვევაში, პრეპარატის გამოყენების შესაძლებლობა საქართველოშიც არის.

 

„ვფიქრობ, რომ „რემდესივირი“ გამოდგა იქ, სადაც გამოიყენეს. აქტიურად არ ვერევი, ეს კლინიკური ჯგუფის პრეროგატივაა, მაგრამ ვფიქრობ, ქვეყანას გამოადგა.

კარგია, რომ ქვეყანაში შესაძლებლობა არის, ვისაც სჭირდება ჩვენების მიხედვით, „რემდესივირი“ გადაისხას და მას დღეს ის ეძლევა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

 

ამასთან, მისი თქმით, სხვადასხვა გამოკითხვებით მოსახლეობის 60 პროცენტამდე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

 

„წინასწარი, სხვადასხვა გამოკითხვებით, 50-დან 60 პროცენტის ფარგლებში არის მზაობა“,-განაცხადა გამყრელიძემ.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები