პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი - სამწუხაროდ, არიან ჯიუტი პოლიტიკოსები და არ სურთ, რაც თქვეს, იმ სიტყვას გადავიდნენ, ასე პოლიტიკა არ კეთდება

15.01.21 17:00


სამწუხაროდ, არიან ჯიუტი პოლიტიკოსები და არ სურთ, გარკვეული სიტყვები, რაც თქვეს, იმ სიტყვას გადავიდნენ, ასე პოლიტიკა არ კეთდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც გამოეხმაურა „გირჩისა“ და „მოქალაქეების“ ინიციატივას თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით.

 

მისი თქმით, კვირა არ გადის, რომ რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ, თუ უცხოელმა პოლიტიკოსმა ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტში შესვლისკენ არ მოუწოდოს.

 

„ეს არის საერთო კონსენსუსი არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც, რომ პარლამენტი უნდა ფუნქციონირებდეს ისე, როგორც ეს ქართველმა ამომრჩეველმა გადაწყვიტა, იმ პროპორციებითა და პროცენტებით, რომლებიც ქართველმა ამომრჩეველმა მიანიჭა ქართულ პარტიებს. ერთადერთი, რასთანაც გვაქვს საქმე – ჩვენი ოპონენტების ნაწილს, სამწუხაროდ, არიან ჯიუტი პოლიტიკოსები და არ სურთ, გარკვეული სიტყვები, რაც თქვეს, იმ სიტყვას გადავიდნენ. ასე პოლიტიკა არ კეთდება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

შეგახსენებთ, „გირჩისა“ და „მოქალაქეების“ ინიციატივით, იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს, ქვეყანაში უნდა დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები