პოლიტიკა

ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტი: რუსეთის მცოცავი ანექსია კვლავ შეუნელებლად გრძელდება, რაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს

15.01.21 17:20


საქართველოს დეფაქტო ოკუპირებული რეგიონების გარშემო არსებული ვითარება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში სულ უფრო უარესდება, რადგან რუსეთის ფედერაციის მიერ ამ რეგიონების მცოცავი ანექსია კვლავ შეუნელებლად გრძელდება, რაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. შედეგად, ამ ორი რეგიონის შიგნით და გარეთ მყოფ ქართველებს შორის კონტაქტები პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა, - ამის შესახებ ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის ანგარიშში წერია.

 

დოკუმენტის თანახმად, მცოცავმა ანექსიამ მძიმე ჰუმანიტარული შედეგები გამოიწვია.

 

„სულ უფრო და უფრო რთული აღმოჩნდა, თუ არა შეუძლებელი, ამ ორ ქართულ რეგიონში მცხოვრებთათვის გადაეკვეთათ ადმინისტრაციული საზღვრები დანარჩენ საქართველოში მისაღები სასკოლო თუ (სასწრაფო) სამედიცინო მომსახურების მიზნებით. სამწუხაროდ, არ არის რაიმე სახის პროგრესი აღმოსავლეთ უკრაინის, ყირიმის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპირებული ქართული რეგიონების, მოლდოვის რესპუბლიკის დნესტრისპირეთის რეგიონის საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნების განხორციელებასთან დაკავშირებით“ - აღნიშნულია დოკუმენტში.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები