პოლიტიკა

ეკა ბესელია: კობახიძეს პარტია დაეშლება და დარჩება ოფისი

15.01.21 18:00


„პარტია სამართლიანობისთვის” ლიდერის ეკა ბესელიას განცხადებით, ირაკლი კობახიძე არ არის ის პიროვნება, რომელსაც ოდესმე რაიმე ავტორიტეტი ჰქონდა მაშინაც კი, როცა ის პარლამენტის თავმჯდომარე იყო.

 

“კობახიძეს რეალურად პარტია დაეშლება და დარჩება ოფისი. კობახიძე არ არის ის პიროვნება, რომელსაც ოდესმე რაიმე ავტორიტეტი ჰქონდა. მაშინაც კი არ ჰქონდა მას ავტორიტეტი გუნდაში, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე იყო და ხელდახელ იწევდნენ დეპუტატები მისკენ წინა პარლამენტში. ფიზიკურად უნდოდათ რომ შეხებოდნენ, იმდენად არანაირი ავტორიტეტი არ ჰქონდა. ახლა როგორ წარმოგიდგენიათ, რომ კალაძე დარჩება კობახიძის პარტიის გენერალური მდივანი და პარტიული სტატუსით მის ქვეშ იქნება? არ იქნება. ამიტომ იქ რაღაც ცვლილება მოხდება, ან შეცვლიან, ან გააუქმებენ…” – განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

მისი თქმით, ივანიშვილის წასვლა რომ გარკვეულ სკეპტიციზმს გამოიწვევს ძალიან ბევრ ადამიანში, ეს არ უნდა გაგვიკვირდეს.

 

“განსაკუთრებით სტრატეგიულ პარტნიორებში, რომლებიც შეიძლება ეჭვის თვალით უყურებენ, ეს არის თუ არა გათავისუფლება. ყველაფერი დამოკიდებულია ძალიან მოკლე პერიოდში იმ შესალო ცვლილებებზე, რომელმაც უნდა აჩვენოს რეალურად მოხდა თუ არა ივანიშვილის დისტანცირება ძალაუფლებისგან. მან ჩათვალა, რომ შეასრულა თავისი მისია, რაც მას უნდოდა, ის მიიღო”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

შეგახსებთ, 16 იანვარს “ქართული ოცნების” ყრილობა გაიმართება, სადაც პარტიის თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილის ნაცვლად ირაკლი კობახიძეს აირჩევენ.

 

ბიძინა ივანიშვილმა პარტიის თავმჯდომარეობიდან და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება თავად მიიღო.

 

 

 

წყარო :  /www.ipress.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები