საზოგადოება

სოფელ დუისში კაცი მოკლეს

18.01.21 10:15


პანკისის ხეობის სოფელ დუისში 40 წლამდე კაცი, სავარაუდოდ, დანით მოკლეს.

როგორც ადგილობრივები ჟურნალისტებთან აცხადებენ, მკვლელობა ძველი მეჩეთის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, სასწრაფოს კი დაჭრილი გარდაცვლილი დახვდა.

 

როგორც ადგილობრივმა მალხაზ მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მკვლელობის სავარაუდო ჩამდენი და მსხვერპლი დუისში ცხოვრობდნენ და მათ რაიმე ძველი დაპირისპირება არ ჰქონიათ. მისი აზრით, მკვლელობა შელაპარაკების შემდეგ, ყოფით ნიადაგზე მოხდა, თუმცა როგორც თავად ამბობს, ფაქტს თვითმხილველები არ ჰყავს.

 

გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლითაა დაწყებული.

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები