პოლიტიკა
18.01.21 13:20
„სტრატეგია აღმაშენებელი“ „გირჩსა“ და „მოქალაქეებთან“ ინდივიდუალურ შეხვედრაზე უარს ამბობს. როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, ასეთი შეხვედრა არ შედგება, რადგან ერთი მხრივ იგი თვითიზოლაციაშია და მეორე მხრივ ფიქრობს, რომ ყველაფერი განხილული უნდა იყოს საერთო ფორმატში.
მისივე თქმით, სატელეფონო საუბარი ჰქონდა „გირჩის“ ერთ-ერთ ლიდერ ვახტანგ მეგრელიშვილთან და მათ „ვერ დააბრალებს, რომ ვინმეს დავალებას ასრულებენ“, თუმცა, მიიჩნევს, რომ „წინასწარ წინადადების გაჟღერება შედეგს არ მოიტანს“.
არ მიყვარს შეთქმულების თეორიები, სატელეფონო საუბარი მქონდა გუშინ ვახოსთან და ნამდვილად ვერ დავაბრალებ ამ ადამიანებს, რომ ვიღაცის დავალებას ასრულებენ, მაგრამ სტრატეგიულად არასწორი და მოლაპარაკებებისთვისაც არასწორი მგონია, რომ ჩვენ ოპოზიცია ყოველ კვირას ახალ-ახალ წინადადებებს ვაწყობთ. ასე მოლაპარაკებები შედეგზე ვერ გავა. ოპოზიციის მხარეს კი არ უნდა ეძებოს ოპოზიციურმა პარტიებმა გადაწყვეტა, არამედ „ქართული ოცნების“ მხარეს უნდა ეძებოს ამ პრობლემის გადაწყვეტა. ამაზე მე ახლა არც კი დავაფიქსირებ პოზიციას, მანამდე მამუკა ხაზარაძემაც თქვა 2022 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, ყველა ეს წინადადება შეიძლება განვიხილოთ, თუ ის მოდის „ქართული ოცნების“ მხრიდან“, - განაცხადა ვაშაძემ.
მისივე თქმით, პარტიიდან წასვლის თაობაზე ივანიშვილის განცხადების შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება შეიცვალა და პროცესი ამ პარადიგმიდანაც უნდა დაინახოს ოპოზიციამ.
„საერთოდ ვფიქრობ, პოლიტიკური ვითარება შეიცვალა ქვეყანაში მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა განცხადება გააკეთა. „ქართულ ოცნებაში“ დარჩენილი ადამიანები კიდევ უფრო შეშინდებიან არჩევნებთან მიმართებით, მათ მარტო რიგგარეშე კი არა, თვითმმართველობის არჩევნებისაც ეშინიათ, ყველა არჩევნების ეშინიათ, რადგან მთავარი რაც იყო, ყველა არჩევნების წინ გამოეცალათ და ამ რეალობიდან და ამ უფრო ფართო პარადიგმიდანაც უნდა დავინახოთ ეს პროცესი, რომელიც მიმდინარეობს. ივანიშვილის განცხადება, რომ ის არა მარტო თანამდებობიდან მიდის, არამედ პარტიასაც ტოვებს, „ქართული ოცნებისთვის“ არის საშინელი დარტყმა“, - განაცხადა მან.
ის ასევე გამოეხმაურა ალეკო ელისაშვილის განცხადებებს და აღნიშნა, რომ „სტრატეგია აღმაშენებლისთვის“ საარჩევნო კოდექსის შეცვლა და ცესკოს რეფორმირება საკმარისი არ არის.
„ვიღაცისთვის ეს არის საკმარისი, ვიღაცისთვის - არა. ჩვენთვის, სტრატეგია აღმეშენებლისთვის ეს არ არის საკმარისი. წერტილი, ამით ყველა კითხვას ვცემ პასუხს,“ - აღნიშნა ვაშაძემ.
“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის ვახტანგ მეგრელიშვილის გაცნხადებით, “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერებთან შეხვედრას გეგმავს. მისი განცხადებით, 90%-ით დარწმუნებულია, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი „გირჩის“ წინადადებას მიიღებს.მისი თქმით, მათი შეთავაზება მდგომარეობს იმაში, თვითმართველობის არჩევნები ოპოზიციამ გამოიყენოს ტესტად, როგორც პლებისციტის ანალოგ ღონისძიებად იმისათვის, რათა განვსაზღვროთ, როგორია ქვეყანაში პოლიტიკურ ძალთა ბალანსი.
წყარო : /www.imedinews.ge/
წაკითხულია : 253
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
13:5007.03.21
-
კალანტაროვი და მისი აფხაზი სეპარატისტი „მონები“
13:3007.03.21
-
18:0005.03.21
-
17:4005.03.21
-
ვახტანგ გომელაური - ბადრი ესებუას დაკავება დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად მოხდება
17:2005.03.21
-
17:0005.03.21
-
16:4005.03.21
-
ოპოზიცია კონსტიტუციის შეცვლას ითხოვს
16:2005.03.21
-
გახარიას პოსტიდან გადადგომა პირადად მისთვის არის საზიანო - წულიკიანი
16:0005.03.21
-
გიორგი ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე: სხვა პარტიის ლიდერების განცხადებებს ნაკლებად ვუსმენ
15:4005.03.21
-
თქვენს ადგილზე ასეთი ჰუმანური ვერ ვიქნებოდი, მადლობა გაწეული სამსახურისთვის - წულუკიანი გომელაურს
15:2005.03.21
-
ვახტანგ გომელაური: მომსახურების სააგენტოში ახალი სერვისები დაინერგა
15:0005.03.21
-
14:4005.03.21
-
დავით სონღულაშვილი - ჰესების მშენებლობა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის აუცილებელია
14:2005.03.21
-
14:0005.03.21
-
საქართველო-ირლანდიის ბიზნეს საბჭოს დამფუძნებელი შეხვედრა გაიმართა
13:4005.03.21
-
13:2005.03.21
-
13:0005.03.21
-
თებერვალში FAO-ს ფასების ინფექსი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26.5%-ით გაიზარდა
12:4005.03.21
-
სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერად დანიშვნას ულოცავს
12:2005.03.21
-
ანრი ოხანაშვილი: მოლოდინი გვაქვს, რომ დიალოგი შედგება
12:0005.03.21
-
5-თვიანი პაუზის შემდეგ დღეს ერგნეთში შეხვედრა განახლდა - რა საკითხებს დასვამს ქართული მხარე
11:4505.03.21
-
11:3005.03.21
-
11:1505.03.21
-
ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინიტრად დანიშვნას ულოცავს
11:0005.03.21
-
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 390 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 172 პაცინტი
10:4505.03.21
-
დღეს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს მოუსმენენ
10:3005.03.21
-
ოპოზიციის დანაწევრება ოცნების სტრატეგია და ტაქტიკაა, ამაში არ უნდა მივეხმაროთ - სამადაშვილი
10:1505.03.21
-
არჩილ თალაკვაძესა და ევროპარლამენტის თავმჯდომარე დავიდ სასოლის შორის სატელეფონო საუბარი შედგა
10:0005.03.21
-
ეკატერინე ტიკარაძე საქართველოში აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს შეხვდა
18:0004.03.21
-
კახა კუჭავამ ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან შეხვედრა გამართა
17:4004.03.21
-
“ისკანდერის გაშვება ბაქოში”, რევანშიზმი და ნაციზმის რეაბილიტაცია
17:2004.03.21
-
17:0004.03.21
-
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება
16:4004.03.21
-
ბოიკოტი შეცდომა იყო - თალაკვაძემ ოპოზიცია ანტიდემოკრატიულ ქმედებაში დაადანაშაულა
16:2004.03.21
-
აჭარას აქვს დიდი პოტენციალი, რომ მაქსიმალურად მალე შევძლოთ ეკონომიკის აღდგენა - თორნიკე რიჟვაძე
16:0004.03.21