ეკონომიკა

ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 25 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა

18.01.21 14:20


2021 წლის 18 იანვარს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 25 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. 

 

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 45 550 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.540 პროცენტით, მაქსიმალური 8.550 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.542 პროცენტით განისაზღვრა.

 

ცნობისთვის, კუპონური საპროცენტო განაკვეთი 10.250 პროცენტს შეადგენდა.

კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები