საზოგადოება
18.01.21 14:40
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ საქართველოში პირველ ეტაპზე, 10 ათასი ადამიანის სამყოფ ვაქცინის დოზას ელოდებიან.
საუბარია კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინაზე, რომელიც 2-ჯერ უნდა გაკეთდეს.
მანამდე გაბუნიამ განმარტა, რომ საქართველო ინფრასტრუქტურულად მზადაა მიიღოს სამივე ვაქცინა, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა (ჯანმო) და სხვა მკაცრი მარეგულირებლების დასტური აქვთ.
ეს სამი ვაქცინა სამ ფარმაცევტულ კომპანიას – „ფაიზერს“; „ასტრაზენეკასა“ და „მოდერნას“ ეკუთვნის.
საქართველო ვაქცინებს „კოვაქსის“ პლატფორმის მეშვეობით მიიღებს. „კოვაქსის“ პლატფორმას ჯანმო კურირებს.
„რაც შეეხება ვადებს, პირველ ეტაპზე – 2021 წლის პირველ კვარტალში.. ამასთან დაკავშირებით „კოვაქსის პლატფორმასთან“ უკვე გასული 2 კვირის განმავლობაში მიმდინარეობს მოლაპარაკება, პირველი დოზების მიღების თაობაზე, პირველ კვარტალში.
ამისთვის სამინისტრომ უკვე გააგზავნა წერილი პარასკევს. 18 იანვარს ანუ დღეს იყო ბოლო ვადა ინტერესის გამოხატვის და დადასტურების, რომ ქვეყანას შეუძლია, ხვალვე რომ იყოს ხელმისაწვდომი, დაიწყოს ვაქცინაცია „ფაიზერის“ ვაქცინით, ეს პროცესი დაიწყოს. ეს კონკრეტული წერილი კოვაქსის პლატფორმაში შეეხება „ფაიზერის“ ვაქცინას და ამ ვაქცინით იმუნიზაციის დაწყებას პირველ კვარტალში.
თუმცა, ასევე არ გამოვრციხავ იმას, რომ შესაძლოა მსგავსი ინტერესი და შემოთავაზება, მივიღოთ პირველ კვარტალშივე „ასტრაზენეკას“ ვაქცინის თაობაზე.
მთავარია ის, რომ ქვეყანას აქვს როგროც მარეგულირებელი მზაობა, ასევე ტექნიკური მზაობა ვაქცინაციის დაწყებისთვის მომდევნო 2 თვის განმავლობაში, რაც იქნება პირველი კვარტალის პირობებში,“ – ასე განმარტა დღეს არსებული სიტუაცია გაბუნიამ ჟურნალისტებთან. გაბუნია ამბობს, რომ ქვეყანამ თავის მხრივ „კოვაქსის“ მიერ დაყენებული ყველა პირობა შეასრულა. შემდეგი ეტაპი კი „კოვაქსის“ თანხმობა და ზუსტი ვადების მოწოდებაა.
ის დასძენს, რომ თავად „კოვაქსის“ ინტერესებშია საქართველოსა და რეგიონში ვაქცინაცია დროულად დაიწყოს.
რაც შეეხება დოზებს, ის ამბობს:
„ჩვენ კოვაქსის პლატფორმაში, როგორც იცით, შეკვეთილი გვაქვს დოზა მოსახლეობის 20%-ითვის, ეს არის მილიონ ნახევარი დოზა, თუმცა, ამის ერთბაშდ მოწოდება არ მოხდება, ეს იქნება ეტაპობრივად და ქვეყანა რომ აითვისებს პირველ ნაწილს, დავუშვათ 50 ათას დოზას, შემდეგ მოვა დანარჩენი დოზები, იქამდე ვიდრე სრულიად არ ამოიწურება 20% ანუ წყვეტა, იმაში, რომ ჩვენ მოთხოვნა გვაქვს, მაგრამ ვაქცინა არ არის – ასეთი არ იქნება.
რაც შეეხება პირველ საწყის ეტაპს, „ფაიზერის“ ვაქცინასთან მიმართებაში, აქ არის უფრო შეზღუდულ ჯგუფზე საუბარი, დაახლოებით, 20 ათას დოზაზე ვვარაუდობთ ჩვენ, რაც იქნება, რომ გავანახევროთ 10 ათასი სამიზნე ჯგუფისთვის, რაც იქნება ჯანდაცვის პროფესიონალები. ესეც არის ერთ-ერთი მოთხვნა, რომელიც კოვაქსის მხრიდან დგება, ვინ უნდა მიიღოს პირველი დოზა ვაქცინის,“ – ამბობს გაბუნია.
წყარო : /www. netgazeti.ge/
წაკითხულია : 271
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
13:5007.03.21
-
კალანტაროვი და მისი აფხაზი სეპარატისტი „მონები“
13:3007.03.21
-
18:0005.03.21
-
17:4005.03.21
-
ვახტანგ გომელაური - ბადრი ესებუას დაკავება დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად მოხდება
17:2005.03.21
-
17:0005.03.21
-
16:4005.03.21
-
ოპოზიცია კონსტიტუციის შეცვლას ითხოვს
16:2005.03.21
-
გახარიას პოსტიდან გადადგომა პირადად მისთვის არის საზიანო - წულიკიანი
16:0005.03.21
-
გიორგი ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე: სხვა პარტიის ლიდერების განცხადებებს ნაკლებად ვუსმენ
15:4005.03.21
-
თქვენს ადგილზე ასეთი ჰუმანური ვერ ვიქნებოდი, მადლობა გაწეული სამსახურისთვის - წულუკიანი გომელაურს
15:2005.03.21
-
ვახტანგ გომელაური: მომსახურების სააგენტოში ახალი სერვისები დაინერგა
15:0005.03.21
-
14:4005.03.21
-
დავით სონღულაშვილი - ჰესების მშენებლობა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის აუცილებელია
14:2005.03.21
-
14:0005.03.21
-
საქართველო-ირლანდიის ბიზნეს საბჭოს დამფუძნებელი შეხვედრა გაიმართა
13:4005.03.21
-
13:2005.03.21
-
13:0005.03.21
-
თებერვალში FAO-ს ფასების ინფექსი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26.5%-ით გაიზარდა
12:4005.03.21
-
სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერად დანიშვნას ულოცავს
12:2005.03.21
-
ანრი ოხანაშვილი: მოლოდინი გვაქვს, რომ დიალოგი შედგება
12:0005.03.21
-
5-თვიანი პაუზის შემდეგ დღეს ერგნეთში შეხვედრა განახლდა - რა საკითხებს დასვამს ქართული მხარე
11:4505.03.21
-
11:3005.03.21
-
11:1505.03.21
-
ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინიტრად დანიშვნას ულოცავს
11:0005.03.21
-
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 390 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 172 პაცინტი
10:4505.03.21
-
დღეს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს მოუსმენენ
10:3005.03.21
-
ოპოზიციის დანაწევრება ოცნების სტრატეგია და ტაქტიკაა, ამაში არ უნდა მივეხმაროთ - სამადაშვილი
10:1505.03.21
-
არჩილ თალაკვაძესა და ევროპარლამენტის თავმჯდომარე დავიდ სასოლის შორის სატელეფონო საუბარი შედგა
10:0005.03.21
-
ეკატერინე ტიკარაძე საქართველოში აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს შეხვდა
18:0004.03.21
-
კახა კუჭავამ ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან შეხვედრა გამართა
17:4004.03.21
-
“ისკანდერის გაშვება ბაქოში”, რევანშიზმი და ნაციზმის რეაბილიტაცია
17:2004.03.21
-
17:0004.03.21
-
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება
16:4004.03.21
-
ბოიკოტი შეცდომა იყო - თალაკვაძემ ოპოზიცია ანტიდემოკრატიულ ქმედებაში დაადანაშაულა
16:2004.03.21
-
აჭარას აქვს დიდი პოტენციალი, რომ მაქსიმალურად მალე შევძლოთ ეკონომიკის აღდგენა - თორნიკე რიჟვაძე
16:0004.03.21