პოლიტიკა

„ოპოზიციაში შიდა კონსულტაციებს აზრი არ აქვს“ - ვოლსკი

18.01.21 16:40


პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი მიიჩნევს, რომ ოპოზიციას შორის შიდა კონსულტაციებს აზრი არ აქვს.


პირველი ვიცე სპიკერი პარტია „გირჩისა“ და „მოქალაქეების“ მიერ დაწყებულ შიდა ოპოზიციურ კონსულტაციებს აფასებს და ამბობს, რომ პარტიები ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო არიან შეკრებილი.

 

„ოპოზიციაში შიდა კონსულტაციებს აზრი არ აქვს, იმიტომ რომ სხვადასხვა მისწრაფებები აქვს იმ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომელიც იქ არის გაერთიანებული.

ერთნი არიან, რომლებსაც საერთოდ არ აინტერესებთ არანაირი არჩევნები, უფრო მეტსაც გეტყვით, მორიგი ან განმეორებითი არჩევნებიც არ აინტერესებთ.

რევოლუციური განვითარების მთავარი მიზანი არის, ნებისმიერი პოზიცია, რომელსაც ისინი გამოხატავენ და ძირითადად „ნაცმოძრაობის“ გარშემო არიან შეკრებილები.

 

ვისაც მიაჩნიათ, რომ თავისი პოლიტიკური რესურსი უნდა გამოიყენონ და რეალიზაცია მოახდინონ პარლამენტში, მაგრამ აქვთ გარკვეული შიში“, - აცხადებს ვოლსკი.

 

ინფორმაციისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 1 %-იანი ბარიერი 8 ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა, თუმცა არცერთი მათგანი საკანონმდებლო ორგანოში არ შედის. პარლამენტში მხოლოდ „პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო სიის 4 დეპუტატი შევიდა, რომლებიც აღნიშნული პარტიიდან გამოვიდნენ და თავისი პარტია „ევროპელი სოციალისტები“ ჩამოაყალიბეს. ოპოზიციური პარტიები არჩევნების გაყალბებაზე საუბრობენ და სადეპუტატო მანდატებზე უარს ამბობენ.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები