პოლიტიკა
18.01.21 17:20
“ფორმულას” ინფორმაციით, “სტრატეგია აღმაშენებელი” “მესამე პოლიტიკურ ცენტრის შესაქმნელად” კონსულტაციებს აწარმოებს, მათ შორის, “ლელოსთან” და “ევროპულ საქართველოსთან”.
“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, დაწყებულია მუშაობა “მსგავსი შეხედულების მქონე პოლიტიკურ ძალებთან”, ისევე როგორც პოლიტიკურად და საზოგადოებრივად აქტიურ ცალკეულ პირებთან, ვინც შესაძლებელია, “სტრატეგია აღმაშენებელში” გაერთიანდნენ.
“დაახლოებით ვიცით, ვისთან უნდა ვითანამშრომლოთ. უახლოეს მომავალში უფრო მეტ დეტალს მოგახსენებთ”, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
“ევროპული საქართველოს” წევრის ლაშა დამენიას თქმით, ორპოლუსიანობის გარღვევა როგორც “ევროპული საქართველოს”, ასევე, საქართველოს საზოგადოების მიზანია, ვინაიდან მხოლოდ ასე შეიძლება “ქართული ოცნების” დამარცხება.
“უბრალოდ “მესამე ძალა” საკმაოდ უხეშად სათქმელია — ეს უნდა იყოს ალტერნატივა ორპოლუსიანობის წინააღმდეგ და ამ მსხვილ გაერთიანებას ალტერნატივა არ გააჩნია, უბრალოდ ჯერ კონტურები ჩანს, მაგრამ თამამად ამაზე საუბარი ნაადრევია”, – განაცხადა დამენიამ.
კონსულტაციების შესახებ არ საუბრობს “ლელო”. საბა ბუაძის თქმით კი, ახლა მთავარია ოპოზიციის ერთობის შენარჩუნება ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საკითხზე და მხოლოდ შემდეგ “იქნება საშუალება, საზოგადოებას სამომავლო სტრატეგიაზე პოზიცია გააცნონ”.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოპოზიციური ძალები სამომავლო თანამშრომლობის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გარეშე კონსულტაციებს აწარმოებენ, “ნეტგაზეთს” “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ დაუდასტურა.
“მესამე ცენტრი იმიტომ არის, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არ არის მოაზრებული ამ პროცესში”, – აღნიშნა ვაშაძემ.
მისი თქმით, საუბარია როგორც სტრატეგიულად საერთო პროგრამების ჩამოყალიბებაზე, ასევე, თვითმმართველობის არჩევნებში “პარტნიორულ მონაწილეობაზე” და გრძელვადიან კონსოლიდაციაზე მესამე ცენტრის გარშემო.
“ბევრთან ვსაუბრობთ მესამე პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით — როგორც პარტიებთან, ასევე, ცალკეულ ექსპერტებთან. ეს ერთადერთი გზაა, რომ შევცვალოთ ორპოლუსიანი პარადიგმა და შევცვალოთ ხელისუფლება, იმიტომ რომ, სხვაგვარად ხელისუფლება არ იცვლება. არ მინდა კონკრეტულად დავასახელო — ვიღაცასთან მეტი გვაქვს ნასაუბრები ვიღაცასთან ნაკლები და წინასწარ განცხადებების გაკეთება არასწორი იქნება. თებერვლისკენ გამოიკვეთება გარკვეული კონტურები”, – განაცხადა ვაშაძემ.
ვაშაძის თქმით, მას საუბარი ჰქონდა აშშ-ში სხვადასხვა წრეებთან საუბარია და “დასავლეთის მხრიდან მძლავრი ინტერესია, საქართველოში ჩამოყალიბდეს ახალი ცენტრი, რომელსაც სრული მხარდაჭერა ექნება დასავლეთის მხრიდან”.
ვაშაძის თქმით, ახალი პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბების ინიციატორი მხოლოდ “სტრატეგია აღმაშენებლი” არ არის, სხვებსაც აქვთ იგივე იდეა და მოლაპარაკებების პროცესი გამოკვეთს საბოლოო შედეგებს.
წყარო : /www. netgazeti.ge/
წაკითხულია : 235
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
13:5007.03.21
-
კალანტაროვი და მისი აფხაზი სეპარატისტი „მონები“
13:3007.03.21
-
18:0005.03.21
-
17:4005.03.21
-
ვახტანგ გომელაური - ბადრი ესებუას დაკავება დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად მოხდება
17:2005.03.21
-
17:0005.03.21
-
16:4005.03.21
-
ოპოზიცია კონსტიტუციის შეცვლას ითხოვს
16:2005.03.21
-
გახარიას პოსტიდან გადადგომა პირადად მისთვის არის საზიანო - წულიკიანი
16:0005.03.21
-
გიორგი ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე: სხვა პარტიის ლიდერების განცხადებებს ნაკლებად ვუსმენ
15:4005.03.21
-
თქვენს ადგილზე ასეთი ჰუმანური ვერ ვიქნებოდი, მადლობა გაწეული სამსახურისთვის - წულუკიანი გომელაურს
15:2005.03.21
-
ვახტანგ გომელაური: მომსახურების სააგენტოში ახალი სერვისები დაინერგა
15:0005.03.21
-
14:4005.03.21
-
დავით სონღულაშვილი - ჰესების მშენებლობა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის აუცილებელია
14:2005.03.21
-
14:0005.03.21
-
საქართველო-ირლანდიის ბიზნეს საბჭოს დამფუძნებელი შეხვედრა გაიმართა
13:4005.03.21
-
13:2005.03.21
-
13:0005.03.21
-
თებერვალში FAO-ს ფასების ინფექსი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26.5%-ით გაიზარდა
12:4005.03.21
-
სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერად დანიშვნას ულოცავს
12:2005.03.21
-
ანრი ოხანაშვილი: მოლოდინი გვაქვს, რომ დიალოგი შედგება
12:0005.03.21
-
5-თვიანი პაუზის შემდეგ დღეს ერგნეთში შეხვედრა განახლდა - რა საკითხებს დასვამს ქართული მხარე
11:4505.03.21
-
11:3005.03.21
-
11:1505.03.21
-
ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინიტრად დანიშვნას ულოცავს
11:0005.03.21
-
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 390 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 172 პაცინტი
10:4505.03.21
-
დღეს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს მოუსმენენ
10:3005.03.21
-
ოპოზიციის დანაწევრება ოცნების სტრატეგია და ტაქტიკაა, ამაში არ უნდა მივეხმაროთ - სამადაშვილი
10:1505.03.21
-
არჩილ თალაკვაძესა და ევროპარლამენტის თავმჯდომარე დავიდ სასოლის შორის სატელეფონო საუბარი შედგა
10:0005.03.21
-
ეკატერინე ტიკარაძე საქართველოში აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს შეხვდა
18:0004.03.21
-
კახა კუჭავამ ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან შეხვედრა გამართა
17:4004.03.21
-
“ისკანდერის გაშვება ბაქოში”, რევანშიზმი და ნაციზმის რეაბილიტაცია
17:2004.03.21
-
17:0004.03.21
-
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება
16:4004.03.21
-
ბოიკოტი შეცდომა იყო - თალაკვაძემ ოპოზიცია ანტიდემოკრატიულ ქმედებაში დაადანაშაულა
16:2004.03.21
-
აჭარას აქვს დიდი პოტენციალი, რომ მაქსიმალურად მალე შევძლოთ ეკონომიკის აღდგენა - თორნიკე რიჟვაძე
16:0004.03.21