პოლიტიკა

ხელისუფლების მხრიდან აუცილებელია შესაბამისი უსაფრთხოების ზომების მიღება ადგილობრივი მოსახლეობის დასაცავად - წერეთელი ოკუპანტების მიერ საქართველოს 3 მოქალაქის დაკავებაზე

19.01.21 16:40


ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი, ოკუპანტების მიერ საქართველოს 3 მოქალაქის დაკავებას ეხმაურება.


წერეთლის თქმით, ოკუპანტების მთავარი ამოცანაა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა შიშში ამყოფონ, ხოლო საქართველოს ხელისუფლების პასუხი ამაზე უნდა იყოს პრინციპული, მათ შორის საერთაშორისო თანამეგობობისათვის მიმართვა და მათი მხრიდან ზეწოლა ყოველ ასეთ ფაქტზე.

 

წერეთელმა აღნიშნა, რომ თავის დროზე საპოლიციო კონტროლის მოხსნამ და შესუსტებამ ოკუპაციის ხაზთან საგრძნობლად დაწია უსაფრთხოება უკან.

 

„რუსეთის და საოკუპაციო რეჟიმის მუდმივი ასეთი მცდელობები ყოველთვის არის იმის მინიშნება მათი მხრიდან, რომ ჩვენ შეგვიძლია და რასაც გვინდა იმას გავაკეთებთ, ამის უმძიმესი გამოვლინება იყო ოთხოზორიას მკვლელობა და ამის შემდეგ უამრავი ასეთი ფაქტი.

 

რათქმაუნდა, მთავარი ამოცანაა, რომ შიშში ამყოფონ იქ მყოფი მოსახლეობა და ყოველთვის ხაზი გაუსვან, რომ ეს ტერიტორიები არის ოკუპირებული და თვითონ არიან იქ ბატონ-პატრონები, შესაბამისად, უნდა იყოს ყოველთვის ძალიან პრინციპული პასუხი საქართველოს მხრიდან, ახალი ინსტრუმენტების გაჩენა ალბათ ძნელია და მთავარი რაც არის, ეს არის საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლა ყოველ ასეთ ფაქტზე და რაც შეიძლება ხმამაღლა უნდა გაცხადდეს ეს. გარდა ამისა, არიან სპეც-სამსახურები და არის სპეციალური ქვედანაყოფები, რომლებიც ჯერ ერთი, კონტროლს უფრო უკეთ უნდა ახორციელებდნენ იქ და ადამიანებს უნდა ჰქონდეთ მეტი დაცულობის შეგრძნება, ხოლო როგორ მოახერხებს საქართველო ამ მეტი დაცულობის გრძნობის გაჩენას თუნდაც ადგილობრივი მოსახლეობისათის, ეს ამოცანაა და არის ხელისუფლების ვალდებულება და იმ სამსახურების, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ.

 

ის, რომ თავის დროზე შესუსუტდა და მოიხსნა საპოლიციო კონტროლი ოკუპაციის ხაზთან და იმ ტერიტორიაზე, ამან საგრძნობლად დაწია უკან უსაფრთხოება, მთელი ეს გარემო და შესაბამისად, ოთხოზორიას მკვლეობის შემდეგ ეს საკითხი აქტუალური იყო.“ - განაცხადა წერეთელმა.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები