პოლიტიკა

აქამდე, სანამ ბიძინა ივანიშვილი იყო ლიდერი, იყო გარკვეული ფსიქოლოგიური კომფორტი - წულუკიანი

20.01.21 12:00


იუსტიციის ყოფილი მინისტრის და მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატის, თეა წულუკიანის განცხადებით, სანამ ბიძინა ივანიშვილი იყო გუნდის ლიდერი, ეს იყო გარკვეული ფსიქოლოგიური კომფორტი.

 


"აქამდე, სანამ ბიძინა ივანიშვილი იყო უდავო ლიდერი, იყო გარკვეული ფსიქოლოგიური კომფორტი, რომ არსებობს ადამიანი, რომელიც ბევრ რამეს დააბალანსებს, ყველას მოუსმენს და შემდეგ მიიღება მისი ხელმძღვანელობით ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება. ახლა ამგვარი გადაწყვეტილებების მიღებისას, რა თქმა უნდა, ჩვენ გვმართებს უფრო მეტი პასუხისმგებლობა გუნდის წინაშე, საკუთარი თავის წინაშე და უფრო მეტი დაფიქრება, თუ რა პოზიციებს დავიჭერთ", - განაცხადა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები