პოლიტიკა

„ჩვენი მუშაობის ხარისხი უნდა გავაასმაგოთ“ - კახა კალაძე

20.01.21 12:20


თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წელს დაგეგმილი პროექტები ვერ განხორციელდა და მათი გადავადება მოხდა.


როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, 2021 წელს ძალიან ბევრი, მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება ქალაქისთვის.

 

ამასთან, კალაძემ დედაქალაქის ბიუჯეტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მიმართულებით 350 მლნ ლარი იქნება გამოყოფილი.

 

„რასაც ვაკეთებდით ბოლო წლების განმავლობაში კიდევ უნდა გავაასმაგოთ ჩვენი მუშაობის ხარისხი. ძალიან მნიშვნელოვანია წელია. 2020 წელი ძალიან რთული წელი იყო ყველანაირი თვალსაზრისით, მსოფლიო იდგა ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშე და ეს ბრძოლა ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

 

დღესაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა გახლავთ არსებული პანდემია და რა თქმა უნდა საქართველოც არ არის გამონაკლისი. ჩვენც ვებრძვით უხილავ მტერს.

 

ამის გამო ჩვენ 2020 წელს ძალიან ბევრი პრობლემა შეგვექმნა, ბევრი პროექტის გადავადება მოგვიწია. ის რასაც 2020 წლის დასაწყისში ვსაუბრობდით რომ პროექტების სახით უნდა განხორციელებულიყო, სამწუხაროდ ვერ მოხერხდა იმიტომ რომ არსებობდა სხვადასხვა მნიშვნელოვანი პრიორიტეტები.

 

თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ 2021 წელს ძალიან ბევრი, კარგი და მნიშვნელოვანი საქმის გაკეთებას შევძლებთ ჩვენი ქალაქისთვის. ბიუჯეტზე ბევრზე ვისაუბრე და კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ძირითადი პრიორიტეტები ეს არის არსებული, სოციალური ეკონომიკური მდგომარეობის მიმართულებით მხარდაჭერა და თანადგომა. 350 მლნ იქნება ამ მიმართულებით გამოყოფილი, ხოლო ინფრასტრუქტურის მიმართულებით 440 მლნ იქნება გათვალისწინებული“, - აღნიშნა კალაძემ.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები