პოლიტიკა

თბილისის ტაქსის A და B კატეგორიის მძღოლების სავალდებულო PCR ტესტირება ჩაუტარდებათ

20.01.21 12:40


საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისის ტაქსის A და B კატეგორიის მძღოლებს სავალდებულო PCR ტესტირება ჩაუტარდებათ კორონავირუსზე. თბილისის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა, რომ მძღოლების ტესტირება 2 კვირაში ერთხელ ჩატარდება.

 


"ჩვენ გვაქვს სამწუხარო ფაქტი, როდესაც კონკრეტული ტაქსის მძღოლები აგრძელებდნენ მუშაობას მაშინაც, როდესაც ისინი დაინფიცირებულები იყვნენ. მე მგონია, რომ მათ არ იცოდნენ ამის შესახებ, იყვნენ უსიმპტომოები, მაგრამ პრობლემაა.

მაქსიმალურად ვიყოთ დაზღვეულები, დავაზღვიოთ, როგორც ტაქსის მძღოლები, ასევე ისინი, რომლებიც ყოველდღიურად სარგებლობენ ტაქსის სერვისით", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები