პოლიტიკა

"სახელმწიფო "მოწყალების“ პროგრამით, 28 თებერვლიდან კიდე 6 თვე აპირებენ ფულის დარიგებას, რაც ნიშნავს იმას, რომ შეზღუდვები გაურკვეველი ვადით გრძელდება" - დავით ჭიჭინაძე

20.01.21 17:40


პარტია "ტრიბუნას" ლიდერის დავით ჭიჭინაძის განცხადებით, ოცნებამ“ თებერვლამდე რომ გადადო შესვლა - არშესვლის ამბავი, მაშინვე უნდა გავლებულიყო წითელი ხაზები მათთან, ვინც ოპოზიციიდან ეს თემა არ ჩახსნა.იგი ამბობს, რომ ვიღაცეების ახირების გამო, ტრანსპორტმა არ უნდა იმოძრავოს, სამსახურები უნდა დაიხუროს, ეკონომიკა უნდა დაიქცეს და ქვეყანა უნდა გამათხოვრდეს:.


ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო „მოწყალების“ პროგრამით, 28 თებერვლიდან კიდე 6 თვე აპირებენ ფულის დარიგებას, რაც ნიშნავს იმას, რომ შეზღუდვები გაურკვეველი ვადით გრძელდება:

 


„ ქართულმა ოცნებამ“ თებერვლამდე რომ გადადო შესვლა - არშესვლის ამბავი, აი მაშინვე უნდა გავლებულიყო წითელი ხაზები მათთან, ვინც ოპოზიციიდან ეს თემა არ ჩახსნა.რადგან მართლა აუტანელია გახდა ხალხისთვის იმ რეჟიმით ცხოვრება, როდის რა ხასიათზე გაიღვიძებს X პოლიტიკოსი! და სანამ ბიძინა მართლა წავიდა-არწავიდაზე, ალეკო შევიდა-არშევიდაზე ვმკითხაობთ, ამასობაში ე.წ. პრივილეგირებულთა სახელმწიფში შევედით და ეს ფაქტია!რიგით ადამიანებს ჩამოართვეს ის, რაც კონსტიტუციით ყველასთვის ბოძებულია;ვიღაცეების ახირების გამო, ტრანსპორტმა არ უნდა იმოძრავოს, სამსახურები უნდა დაიხუროს, ეკონომიკა უნდა დაიქცეს,უნდა გაგვამათხოვრონ;სახელმწიფო „მოწყალების“ პროგრამით, 28 თებერვლიდან კიდე 6 თვე აპირებენ ფულის დარიგებას, რაც ნიშნავს იმას, რომ შეზღუდვები გაურკვეველი ვადით გრძელდება;ეს ყველაფერი კი, მხოლოდ იმ მცირე ჯგუფს სიამოვნებს, ვინც ამ შეზღუდვების დროს სარგებლობს პრივილეგიებით, ხეირობს, ქონებას იასმაგებს და სახელმწიფოსთან, ქვეყანასთან არანაირი ბმა არ აქვს,სამაგიეროდ საკუთარი მოსახლეობის დამსჯელად გადაიქცა" - წერს დავით ჭიჭინაძე.

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები