პოლიტიკა

საქართველოს კიდევ ერთი ვიცე-პრემიერი დავით ზალკალიანი იქნება

21.01.21 12:00


საქართველოს კიდევ ერთი ვიცე-პრემიერის პოსტზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელი დავით ზალკალიანი დანიშნა.

გადაწყვეტილება გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე გამოაცხადა. 

 


მისი თქმით, სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობა და ოკუპაციაზე პასუხი საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხებია, რის გამოც დავით ზალკალიანმა აღნიშნული თანამდებობა უნდა დაიკავოს.

 

„განსაკუთრებით დღეს, როცა რეგიონში ძალიან საინტერესო მოვლენები ვითარდება, ჩვენთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა, ასევე 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება, რა თქმა უნდა ნატო-ში შემდგომი ინტეგრაცია და პასუხი ოკუპაციაზე, ამიტომ აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ საქართველოს კიდევ ერთი ვიცე-პრემიერი იქნება საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები