პოლიტიკა

დავით ბაქრაძე: აშშ-ში ნებისმიერი ადმინისტრაციის ცვლილების შემდგომ ყოველთვის ვგრძნობდით ორმხრივ ურთიერთობებში გაძლიერებას

21.01.21 12:20


ჩვენ მუდმივად ამაყები ვიყავით ორპარტიული მხარდაჭერით, რომელსაც ვიღებდით ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, - ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა. მისი თქმით, ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მოლოდინი აქვს.

 

„ასევე ნებისმიერი ადმინისტრაციის ცვლილების შემდგომ ყოველთვის ვგრძნობდით ორმხრივ ურთიერთობებში გაძლიერებას. დღეს ვართ უმაღლეს ნიშნულზე.

რასაკვირველია, მოლოდინი გვაქვს, რომ ამ ურთიერთობას კიდევ უფრო მეტი გაღრმავების, სტრატეგიული პარტნიორობის, ერთმანეთთან დაკავშირების პერსპექტივა ექნება“, - განაცხდა ელჩმა.

 

ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ოფიციალურად 20 იანვარს გახდა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები