პოლიტიკა

„დეოკუპაციის საკითხი მუდმივად უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში“ - ზალკალიანი

21.01.21 13:40


ვიცე პრემიერი, საგარეო უწყების ხელმძღვანელი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ კიდევ უფრო მეტი მუშაობა და შრომაა საჭირო იმისთვის, რომ დეოკუპაციის საკითხი მუდმივად იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში. 


როგორც ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა სამშვიდობოა, რომელიც დამყარებულია ძალის არ გამოყენების ვალდებულებაზე.

ამასთან, დავით ზალკალიანი ამბობს, რომ საქართველო საერთაშორისო მეგობრობის წინაშე პირნათელია.

„ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ჩვენი სამთავრობო პროგრამის, ერთ-ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი განზომილება, სადაც საჭიროა უფრო მეტი აქტივობა, სადაც საჭიროა კიდევ უფრო მეტი მუშაობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან იმისთვის, რომ დეოკუპაციის საკითხი მუდმივად იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში.

ამავე დროს, ჩვენი მხრიდან იქნება ძალიან აქტიური მუშაობა იმისთვის, რომ ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკა, ჩვენი გზავნილები საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მყოფი ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, იმ შესაძლებლობების გამოყენებაა, რა შესაძლებლობებიც მოაქვს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, იყოს შეთავაზებული ჩვენი დებისთვის და ძმებისთვის.

 

ჩვენი პოლიტიკა არის სამშვიდობო, რომელიც დამყარებულია ძალის არ გამოყენების ვალდებულებაზე და ეს ვალდებულება იურიდიულად სავალდებულოა. ჩვენ პირნათელი ვართ საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე, გვსურს რომ ევროკავშირში ინტეგრაცია, თავისუფალი მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა, საუკეთესო ევროპულ სკოლებში და უნივერსიტეტებში განათლების მიღება შევთავაზოთ ჩვენს თანამოქალაქეებს საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს.

 

რაც შეიძლება მეტი მათი ჩართულობა, სწორედ ამ კუთხით იქნება მიმართული ჩვენი ძალისხმევა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიმართულებითაც გვექნება მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები“, - აცხადებს ზალკალიანი.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები