პოლიტიკა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ვიზიტს გეგმავს

21.01.21 14:40


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მუჰამედ ჯავად ზარიფი მომავალ კვირას თბილისში ვიზიტს გეგმავს, – შესაბამის ინფორმაციას ირანული მედია მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ირანული მედიის ცნობით, მუჰამედ ჯავად ზარიფი მომავალ კვირას მოსკოვში, ასევე ბაქოში, ერევანსა და თბილისში აპირებს ჩასვლას. ამასთან, მედიის ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრი მომავალ კვირაში დაგეგმილ ტურნემდე ტელეფონით ესაუბრა თურქ კოლეგას, მევლუთ ჩაუშოღლუს. უცნობია, განიხილა თუ არა ზარიფმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან კავკასიასა და მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტები.

 

აღნიშნულ საკითხზე საქართველოს პირველი არხი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს დაგეგმილი აქვს რეგიონული ტურნე და შესაბამისად, როგორც უწყებაში განმარტეს, ამ ტურნეს ფარგლებში ეწვევა საქართველოს.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ვიზიტის დეტალებზე დიპლომატიური არხებით მიმდინარეობს მუშაობა.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები