პოლიტიკა

მაია ბითაძე ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

21.01.21 15:00


საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანდრიუს კალინდრას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ორმხრივი პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს და თანამშრომლობის ასპექტები მიმოიხილეს.

ყურადღება გამახვილდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მიმართულებით, ასევე, გამოცდილების გაზიარების კუთხით ორ ქვეყანას შორის კავშირების გააქტიურებაზე.

 

„განვიხილეთ ის ძირითადი მიმართულებები, რაც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების ახალ სისტემებს ეხება ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე.

გავაცანით ბოლო რეფორმები, რომლებიც გატარდა როგორც სახელმწიფო, ასევე მუნიციპალურ დონეზე - ეკოლოგიურად უსაფრთხო ტრანსპორტის, სწორი ურბანული განვითარების, გამწვანების, დაცული ტერიტორიების და ტყის დაცვის კუთხით. აღგვითქვა მხარდაჭერა შემდგომ საქმიანობაში და აღნიშნა, რომ გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების საკითხების გადაჭრა და ევროდირექტივების ტრანსპოზიცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის, იმ პროცესში, რასაც ასოცირების ხელშეკრულების შესრულება ჰქვია და პირდაპირ კავშირშია „ქართული ოცნების“ მთავარ განაცხადთან, რომ 2024 წელს განაცხადი გავაკეთოთ ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვართ, რომ კომიტეტის თანამშრომლობა ლიეტუვასთან ახალ საფეხურზე გადავა. ბევრი საკითხია, რაზეც ვისაუბრეთ შემდგომი თანამშრომლობის კუთხით, მათ შორის, ეს არის ნარჩენების დახარისხება, სეპარირება, გამოცდილების გაზიარება, ასევე, ვითანამშრომლებთ ამ კუთხით კომიტეტის პოტენციალის გაძლიერებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები