პოლიტიკა

"ისტორიისა და იმედის დღეა" - ზურაბიშვილი ბაიდენსა და ჰარისს ულოცავს

21.01.21 15:20


საქართველოს პრეზიდენტი ,სალომე ზურაბიშვილი, აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისს ულოცავს.

 


პრეზიდენტის თქმით, დღეს მათ ხელშია მსოფლიოს უდიდესი დემოკრატიისა და თავისუფლების შუქურის ლიდერობის პასუხიმგებლობა.

 

"ისტორიისა და იმედის დღეა. ბრიუსელიდან, სადაც საქართველოსა და ევროატლანტიკური სივრცის მომავალზე ვისაუბრებ, ნება მომეცით, გულწრფელად მივულოცო პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისს. დღეს თქვენს ხელშია მსოფლიოს უდიდესი დემოკრატიისა და თავისუფლების შუქურის ლიდერობის პასუხისმგებლობა", - წერს ზურაბიშვილი Twitter-ზე.

 

შეგახსენებთ, რომ ჯო ბაიდენის ინაუგურაცია გუშინ, 20 იანვარს გაიმართა. ბაიდენი აშშ-ს 46-ე პრეზიდენტი გახდა.

 

ცნობისთვვის, ინაუგურაციას არ ესწრებოდა ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები