პოლიტიკა

დავით ზალკალიანმა ჟენევის მოლაპარაკებების ახალდანიშნულ თანათავმჯდომარესთან ონლაინ ​შეხვედრა გამართა ​

22.01.21 11:15


საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, ონლაინ შეხვედრა გამართა სამხრეთ კავკასიაში ეუთოს თავმჯდომარეობის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჟენევის მოლაპარაკებების ახალდანიშნულ თანათავმჯდომარესთან, ანიკა სოდერთან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

 

უწყების ინფორმაციით, მინისტრმა თანათავმჯდომარეს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და ხაზი გაუსვა ეუთოს სპეციალური წარმომადგენლის როლს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. მან იმედი გამოთქვა, რომ ეუთოს შვედეთის თავჯდომარეობის შედეგზე ორიენტირებულიჩართულობის შედეგად ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში პროგრესი შესაძლებელი გახდება.

 

მინისტრმა ახალ თანათავმჯდომარეს ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის ბოლოდროინდელ პროვოკაციებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე.

ამ კონტექსტში, ყურადღება გამახვილდა საქართველოს მოქალაქეებისუკანონოდ დაკავების ფაქტებზე, ე.წ. "ბორდერიზაციის" პროცესის მიმდინარეობაზე, ადგილობრივთა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე, ეთნიკურ დისკრიმინაციასა და სამედიცინო ევაკუაციის შეფერხებაზე.

 

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რუსეთის ფედერაციის მიერ ბოლო პერიოდში გააქტიურებულ ანექსიურ პროცესებზე. მინისტრმა ხაზი გაუსვა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებლად გათავისუფლების, ასევე დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობას.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები