პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი "ქართულ ოცნებასთან" მოსალაპარაკებლად პარლამენტში მივიდნენ

22.01.21 11:45


"მოქალაქეების" ლიდერები ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი "ქართულ ოცნებასთან" მოსალაპარაკებლად პარლამენტში მივიდნენ. ისინი დახურულ კარს მიღმა არჩილ თალაკვაძეს ხვდებიან.

 


საუბრის სავარაუდო თემა პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ გარკვეული პირობებია, რასაც ელისაშვილი თალაკვაძეს გააცნობს.

 

შეხვედრამდე ელისაშვილმა ჟურნალისტებთან გაკეთა კომენტარი:

 

"პარლამენტის თავმჯდომარეს ვხვდებით, არაფერი პირობებით, ჩვენ გვაინტერესებს მათი მზაობა, შეთანხმების პუნქტებთან დაკავშირებით რამდენად აქვთ სერიოზული მზაობა. ამ პუნქტების შეუსრულებლობის გარეშე ჩვენ არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას, განსაკუთრებით, ჩვენთვის პრიორიტეტულია პოლიტპატიმრები, საარჩევნო სისტემის ცვლილება და საარჩევნო ადმინისტრაციის სრული რეფორმირება",- განაცხადა ელისაშვილმა.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები